იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„ამ დროისთვის მთავრობაში არ ვარ. მე უკვე მივმართე პრემიერს შუამდგომლობით და ის დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, ასევე პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი", - განაცხადა კაჩინსკიმ.

მედიის ცნობით, კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის.

ამასთან, კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მას სურდა სამთავრობო თანამდებობების დატოვება, რათა ყურადღება მმართველი პარტიის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე გადაიტანოს.

„გადავწყვიტე, რომ კონცენტრირების მოხდენა საჭიროა ისეთ რაიმეზე, რაც პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ჩემს როლს გადაჭარბებულად არ ვაფასებ, მაგრამ... პარტიამ ძალა უნდა აღიდგინოს, რადგან მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანი დრო ახლოვდება", - აღნიშნა კაჩინსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს