საჩხერეში “სმარტის” 28-ე სუპერმარკეტი გაიხსნა

საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, თამარ მეფის 19-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 28-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. ივლისის თვეში “სმარტი” თბილისში, კახეთის გზატკეცილზედა ურეკშიც გაიხსნება და მიმდინარე წლის ბოლომდე 33 სუპერმარკეტით იქნება უკვე წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალგახსნილ ობიექტებზე ჯამში კიდევ 70-მდე ადამიანი დასაქმდება.

საჩხერეში, იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის დასაწყისში მდებარე„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ახლა უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და იტალიური ყავა “ტრუჩილო” ელის, რომელიც მოგზაურობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და ენერგიულს ხდის.

„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე, რადგან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს, რაც მოგზაურობისდროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. მსგავსი კომპლექსური შეთავაზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტობანებსა და ახალი ტურისტული მარშრუტების სივრცეში,” აცხადებს. “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხისსაწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც ავითარებს და გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენ სადგურებსაც ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: რუსუდან კბილაშვილისაზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი„ვისოლ ჯგუფი“ ტელ: (995 32) 915 315/250 / ფაქსი: (995 322) 915 615 / მობ: (995 5) 320412

(R)

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე