ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უხეშად არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას - ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი,  სინამდვილეში, მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია დღემდე უხეშად არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას. მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა, ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვები, როგორიცაა მაგალითად, პრორუსული ხელისუფლება, პუტინისტური ხელისუფლება, გადატრიალება და რიგგარეშე არჩევნები.

„ევროკომისიის დოკუმენტში პირველ პუნქტად წერია, რომ საქართველოში უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, თუმცა, ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა საქართველოში. ოპოზიცია ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში არღვევდა ამ პუნქტს და დღემდე უხეშად არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას. ნახეთ რიტორიკა გასული 4 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ერთადერთი პუნქტის შესრულება ევალება ოპოზიციას და ხედავთ, რომ იმასაც არ ასრულებს. ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, მათი დამოკიდებულება ღირებულებისადმი. აქედან ჩანს ძალიან კარგად, რომ სინამდვილეში, მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ, საპირისპირო გზა აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპოლარიზაციის მიმართულებით ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ. იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, საჭიროა მინიმუმ ლექსიკონიდან ამოიღოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად, პრორუსული ხელისუფლება, პუტინისტური ხელისუფლება. ლექსიკონიდან ამოიღოთ გადატრიალება, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ., თუმცა კი არ ახერხებთ, არამედ ვერ ახერხებთ, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი გზა არის არა ევროპული, არამედ მთლიანად სხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, გუშინ გამართული აქცია „შინ ევროპისკენ“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სირცხვილიასმიერ იყო ორგანიზებული.

„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და „სირცხვილიას“, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და მისი აღსრულება დაიწყეს, თუმცა ეს გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ, მათ რატომღაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ აუცილებლად ყველა ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ. ამას უნდა მოჰყოლოდა შემდეგ აქციები, არეულობა და ამ გეგმის ბოლო წერტილი არის ომი. ეს გეგმა ძალაშია, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არავის მივცემთ ამ გეგმის აღსრულების საშუალებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს