„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კამპანია ბრუნდება. 22 ივნისი ერიხ მარია რემარკის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს აქციას „გადაიხადე რამდენიც გინდა“ სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მათ რემარკის „ნასესხები სიცოცხლის“ შეძენა მისთვის სასურველ ფასად შეეძლება. მსურველები წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ.

პალიტრა L-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის კამპანიები კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამ აქციით გამომცემლობა ,,პალიტრა L" ხშირად ანებივრებს ერთგულ მკითხველს. ამჯერად აქციას ერიხ მარია რემარკის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ. ავტორის კარგად ნაცნობ წიგნში ,,ნასესხები სიცოცხლე" გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ. მსგავსი ტიპის კამპანიები ხელს უწყობს კითხვის პოპულარიზაციას და გამომცემლობა ცდილობს, კლასიკოსი ავტორების შემოქმედება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ზაფხულში კიდევ მეტ და საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ მკითხველს,“ - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართველებისთვის საყვარელი გერმანელი ავტორის რემარკის წიგნის აქციის პირობებით გაყიდვით არ შემოიფარგლება. 22 ივნისს 19:00-ზე ვაკის პარკის „მულტიში“ მდებარე „პიატოში“ რემარკის შემოქმედების შესახებ საინტერესო შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრის სპიკერი იქნება მწერალი და რეჟისორი მიხეილ ანთაძე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

როგორც აღვნიშნეთ, „ნასესხებ სიცოცხლეს“ მკითხველი მისთვის სასურველ ფასად შეიძენს, რემარკის სხვა წიგნების ყიდვა კი 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. ფასდაკლება თვის ბოლომდე იმოქმედებს.

ერიხ მარია რემარკის რომანებში უმეტესად ასახულია პირველი და მეორე ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. მწერლის მდიდარი ბიოგრაფია მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესო და მომხიბვლელია. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან მოასწრო რამდენიმე პროფესიის დაუფლება, ყველაზე განსხვავებული საქმეების კეთება, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სწორედ სამხედრო მოღვაწეობისას განცდილი შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად მის ცნობილ ნაწარმოებებს.

რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ გვიყვება მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავს, რომლის შთაგონების წყარო მრბოლელი ალფონსო დე პორტაგო გახლდათ. ვნებისა და სიყვარულის ისტორია 1948 წელს ავტორბოლის ფონზე ვითარდება.

არ გამოტოვოთ „პალიტრა L-ის“ შეთავაზება და გადაიხადეთ „ნასესხები სიცოცხლეში“ იმდენი, რამდენიც გინდათ. გთხოვთ, ქვითარი შეინახოთ აქციის დასრულებამდე - თქვენ გელით სიურპრიზები. მათ კი, ვინც 5 ლარს ან მეტს გადაიხდის, ადგილზევე გადაეცემათ საჩუქრები.

ავტორის სხვა წიგნებს კი განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინეთ.

R

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს