ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - გუშინ ამბობდით, „ნაცების“ აქციააო, ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო, რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი, ახლა აღარ იცით რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენო

„ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში, - ასე მიმართა პარტია “ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისი შეფასებით, საცოდავი და უბადრუკია ხელისუფლების განცხადებები თითქოს გუშინდელი აქცია „შინ ევროპისკენ“ ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული.

„გუშინ ამბობდით,რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო, რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო. ეს ხალხია საქართველოს ევროპელი მოქალაქეები - მათ გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო არის მოქალაქე. თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი, იღებს პასუხისმგებლობას თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა. ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი და უბადრუკი „მესიჯბოქსით დღეს. პირველად ვხედავ ასე ცხადად, რას ნიშნავს ქართული გამოთქმა, „შიშს დიდი თვალები აქვსო“- დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტული სცოდნია შეშინებულ ადამიანებს: დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზება, ვწეროთ რეფორმები, რას აკეთებდით მთელი 1 წელი?!“- მიმართა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება