ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - ევროპამ დეოლიგარქიზაციაო - უკაცრავად, ბიძინა ივანიშვილზე რას აპირებთ?

ბიძინა ივანიშვილსა და სამშობლოს შორის რა გადაწყვეტილებას იღებთ? ბიძინა თუ საქართველო? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირველ რიგში, დეოლიგარქიზაციის პუნქტია შესასრულებელი.

„ევროპამ დეოლიგარქიზაციაო - უკაცრავად, ბიძინა ივანიშვილზე რას აპირებთ? შეიძლება მართლა ყველაფერი შეასრულოთ თუ ეს ერთი კაცი გეტყვით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე რას აპირებთ? პირდაპირ გითხრათ, რომ ეს კაცი არ უნდა მართავდეს ქვეყანას, არ უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიმღები, პირდაპირ გითხრათ და მერე მოყვებით ვიშვიშს, აბა, ბიძინა რა შუაშიაო და აბა ღარიბაშვილი რა შუაშია პრემიერ-მინისტრად?! თუ ბიძინა რა შუაშია, აბა ირაკლი ღარიბაშვილი რა შუაშია? ბერას ძიძა და ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავი. ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რა ესაქმება ბიძინა ივანიშვილს პირად ბანკირს, მაგალითად ლილუაშვილს? რა საქმე აქვს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან? ან შინაგან საქმეთა მინისტრად მის დაცვის უფროსს გომელაურს რა ესაქმება ? ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრები და პირადი მოურავები რომ არიან მთავრობაში და ერევა ეს კაცი სახლმწიფოს მართვაში სწორედ ამაზე მიგითითებთ, და ბიძინა ივანიშვილსა და სამშობლოს შორის რა გადაწყვეტილებას იღებთ? ბიძინა თუ საქართველო?

მედიის დამოუკიდებლობაო, პირდაპირ გიწერიათ. სახელი და გვარით ხომ არ ჩაგიწერდნენ, მაგალითად, ნიკა გვარამია პირდაპირ ტყუილად გყავთ დაკავებულიო და დევნით ყველა ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიასო. აბსოლუტურად ყველას. რაღაცა ბლა, ბლა, ბლა კი არა, გამოდით და თქვით საქართველო თუ ბიძინა და თუ საქართველო, მაშინ ეს პუნქტები რომ არის ჩამოწერილი როგორ აპირებთ ამის შესრულებას?!“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი