ნუგზარ წიკლაური - გამწარებულ ხალხს, უფლებააყრილ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი განრიგი, როდის და რანაირად მოიქცევიან - 100 ათასმა კაცმა თბილისში უთხრა ხელისუფლებას, რომ ასე აღარ გამოვა

გამწარებულ ხალხს, უფლებააყრილ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი განრიგი, როდის და რანაირად მოიქცევიან - 100 ათასმა კაცმა თბილისში უთხრა ხელისუფლებას, რომ ასე აღარ გამოვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუშინ გამართულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა „თავი შეანჯღრია“ და უთხრა თავს, რომ ახლა არის მომენტი.

„ქართულმა საზოგადოებამ შეანჯღრია საკუთარი თავი, ქართულმა საზოგადოებამ უთხრა თავის თავს, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ის უნდა გამოვიდეს, თუ არ უნდა ქვეყნის უკუსვლა იყოს შეუქცევადი პროცესი.

მთავარი ის კი არ არის, ვინ მოიგებს ან წააგებს [არჩევნებს], მთავარია, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გამოხატული ნებისმიერ არჩევნებში. მთავარია, რომ ტერორის ქვეშ არ ტარდებოდეს ეს არჩევნები, მოსყიდვით და ადამიანების დამცირებით. ამიტომ არის საჭირო, რომ ევროპელების დიდი ჩართულობა იყოს აქ, მიუკერძოებელი ადამიანები იყვნენ ამ საარჩევნო ურნებთან. არა ისეთი ადამიანები, ვისაც წინასწარ აქვთ განზრახული, რომ გადაწერონ ნებისმიერი შედეგი, რასაც მათ ეტყვის მმართველი გუნდი. ამის გარეშე ამ ქვეყანაში იქნება ნამდვილი პოლიტიკური ქარიშხალი. როგორც მიწისძვრას და ქარიშხალს არ აქვს განრიგი და არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, 4 თვის შემდეგ რა იქნება, ასე გამწარებულ ხალხს, უფლება აყრილ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი განრიგი, როდის და რანაირად მოიქცევა.

გამოვიდა ეს ხალხი მშვიდობიანად, წყნარად, ევროპულად. 100 ათასმა კაცმა თბილისში უთხრა ხელისუფლებას, რომ ასე აღარ გამოვა მომავალი, თუ ევროპას გვაკარგვინებს და ჩვენი შვილების მომავალს წირავს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ნუგზარ წიკლაური - გამწარებულ ხალხს, უფლებააყრილ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი განრიგი, როდის და რანაირად მოიქცევიან - 100 ათასმა კაცმა თბილისში უთხრა ხელისუფლებას, რომ ასე აღარ გამოვა

გამწარებულ ხალხს, უფლებააყრილ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი განრიგი, როდის და რანაირად მოიქცევიან - 100 ათასმა კაცმა თბილისში უთხრა ხელისუფლებას, რომ ასე აღარ გამოვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუშინ გამართულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა „თავი შეანჯღრია“ და უთხრა თავს, რომ ახლა არის მომენტი.

„ქართულმა საზოგადოებამ შეანჯღრია საკუთარი თავი, ქართულმა საზოგადოებამ უთხრა თავის თავს, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ის უნდა გამოვიდეს, თუ არ უნდა ქვეყნის უკუსვლა იყოს შეუქცევადი პროცესი.

მთავარი ის კი არ არის, ვინ მოიგებს ან წააგებს [არჩევნებს], მთავარია, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გამოხატული ნებისმიერ არჩევნებში. მთავარია, რომ ტერორის ქვეშ არ ტარდებოდეს ეს არჩევნები, მოსყიდვით და ადამიანების დამცირებით. ამიტომ არის საჭირო, რომ ევროპელების დიდი ჩართულობა იყოს აქ, მიუკერძოებელი ადამიანები იყვნენ ამ საარჩევნო ურნებთან. არა ისეთი ადამიანები, ვისაც წინასწარ აქვთ განზრახული, რომ გადაწერონ ნებისმიერი შედეგი, რასაც მათ ეტყვის მმართველი გუნდი. ამის გარეშე ამ ქვეყანაში იქნება ნამდვილი პოლიტიკური ქარიშხალი. როგორც მიწისძვრას და ქარიშხალს არ აქვს განრიგი და არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, 4 თვის შემდეგ რა იქნება, ასე გამწარებულ ხალხს, უფლება აყრილ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი განრიგი, როდის და რანაირად მოიქცევა.

გამოვიდა ეს ხალხი მშვიდობიანად, წყნარად, ევროპულად. 100 ათასმა კაცმა თბილისში უთხრა ხელისუფლებას, რომ ასე აღარ გამოვა მომავალი, თუ ევროპას გვაკარგვინებს და ჩვენი შვილების მომავალს წირავს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი