ზურაბ ჯაფარიძე - შესაძლებლობების ფანჯარას „ვმაზავთ“ და კიდევ როდის გაჩნდება, კაცმა არ იცის

თუ ოპოზიციაში კიდევ ვიღაცას ექნება განწყობა, რომ იგივე პროცესში შევიდეს „ოცნებასთან“, რაშიც შევედით 2021 წლის

არჩევნების შემდეგ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში, თავზე გადაგვახიეს შეთანხმება ჩვენც, ევროპელებსაც, შეცდომას დაუშვებს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა და ამით უპასუხა კითხვას, მზად არის თუ არა ოპოზიცია ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ არ შეჰყვება თამაშში, რის შედეგადაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შესაძლოა ძალაუფლება ისევ შეინარჩუნოს.

„არ მჯერა, რომ ოპოზიცია კიდევ შეჰყვება ამ თამაშში „ოცებას“, რაღაცები შესრულდეს, მაგალითად 12 პუნქტიდან 8-ში რაღაც ტექნიკურად გაასწორონ, ამის შედეგად კი, ძალაუფლება კიდევ შეინარჩუნოს. ვერ ვხედავ ამ მომენტისთვის ასე განწყობას, მაგრამ თუ ეს განწყობა კიდევ ვიღაცას ექნება, რომ იგივე პროცესში შევიდეს, რაშიც ჩვენ შევედით 2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში, თავზე გადაგვახიეს შეთანხმება ჩვენც, ევროპელებსაც და კიდევ ერთხელ ამას შეჭამს, შეცდომას დაუშვებს.

თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ბერკეტები აქვს, რომ [ევროკომიის მოთხოვნები] შეასრულოს, ეს არის ივანიშვილი. არაფერში სჭირდება ჩემი დახმარება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ როგორ განვითარება ქვეყანაში პროცესები, ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიციური ფლანგი როგორ დალაგდება, რამდენად შეძლებს გაანეიტრალოს ზიზღი, შიშები, მათ შორის პასუხი გასცეს ბევრ გამოწვევას, რაზეც ადამიანებს კითხვები აქვთ, რა იქნება შემდეგ, როგორ იქნება და ა.შ. აქედან პასუხი უნდა გაეცეს, რაც გაანეიტრალებს იმ წუხილს, რაც არსებობს“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებითვე, „ქართული ოცნება" ტყუილისკენ და „გადაგდებისკენ“წავა.

„როგორც ბიძინა იტყოდა, ეს [„გადაგდება“] არის მათი ხელწერა, მთელი წლების განმავლობაში და არ მჯერა, რომ რაიმე ფუნდამენტურს შეცვლიან, მაგრამ ეცდებიან, რომ პროპაგანდით იმოქმედონ ამ ადამიანების გონებაზე“, - განაცხადა მან.

ჯაფარიძის თქმით, პრობლემაა, რომ შესაძლებლობების ფანჯარას ვტოვებთ.

„ქვეყნის პრობლემაა არის ის, რომ ახლა არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც არის გაღებული და ამ ფანჯარას „ვმაზავთ“, ვტოვებთ, მერე ასეთი ფანჯარა კიდევ როდის გაჩნდება, კაცმა არ იცის“,- განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ევროპელებმა უნდა დაინახონ, რომ „ჩვენ შეგვიძლია არჩევნების გზით, ცივილიზებულად ხელისუფლების ცვლილება“.

„ეს ტესტი არის ჩასაბარებელი“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა