ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, წერილით მიმართონ ევროკავშირის ხელმძღვანელებს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ იქნება, რასაც თავად ხელი უკვე მოაწერა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელი მოაწერა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით შედგენილ წერილს, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელებს გაეგზავნება.

ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მეოთხე პრეზიდენტს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ იქნება საქართველოს ლიდერების მხრიდან.

„წერილს ხელს აწერენ ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები. ძალიან კარგი იქნება თუ დღევანდელი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერდა ხელს. მადლობა მინდა გიორგი მარგველაშვილს ვუთხრა ამ ინიციატივისთვის. ვთვლი, რომ ესეც მნიშვნელოვანი გზავნილი, განაცხადი იქნება ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების მხრიდან, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, გაუგზავნონ წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა