ინფრასტრუქტურის მინისტრი - უკრაინის ეკონომიკისთვის შენობების და ინფრასტრუქტურის განადგურების შედეგად მიყენებული პირდაპირი ზარალი 105.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურის 20%-30% განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა ფრანგულ Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.

ომის შედეგად განადგურდა გზები, ხიდები, პორტები, რკინიგზა და აეროპორტები.

25 მაისის მდგომარეობით, უკრაინის ეკონომიკისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების (სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ.) და ინფრასტრუქტურის განადგურების შედეგად მიყენებული პირდაპირი ზარალი შეადგენდა 105.5 მილიარდ აშშ დოლარს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ოკუპანტების ქმედებებმა ყველაზე მეტად მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაზარალდა. საკუთარი საცხოვრებელი სახლი 320 000 უკრაინელმა დაკარგა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება