IBSU-ს სამეცნიერო ჟურნალმა მაღალი სამეცნიერო ინდექსი მოიპოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის “ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალმა” მაღალი სამეცნიერო ინდექსი - „Impact Factor Value of 2.357“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაღალი სამეცნიერო ინდექსი უნივერსიტეტის ჟურნალს ISI (International Scientific Indexing)-მ მიანიჭა, რომელიც მსგავს ინდექსს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებს ანიჭებს.

“Journal in Humanities”-ის რედაქტორის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის შეფასებით, ეს ჟურნალის დიდი წარმატებაა, რაც მის მაღალ სამეცნიერო ხარისხზე მიუთითებს.

„ISI-ს მიზანია გააუმჯობესოს ცნობადობა და ღია წვდომა სამეცნიერო ჟურნალებზე და გაზარდოს მათი მნიშვნელობა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ჩვენი ჟურნალის ცნობადობა და ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა თამარ შიოშვილმა.

ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი Journal in Humanities შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2012 წლიდან, წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ჟურნალში სტატიებს ბეჭდავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ