რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 324 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„22 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 324 ბავშვი და დაშავდა 592-ზე მეტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"