სტაჟირების პროგრამის 85 კურსდამთავრებული მებაჟე ოფიცრად დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 85 წარმატებული სტაჟიორი მებაჟე ოფიცრად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სწავლებისთვის სტაჟიორებმა 3 ეტაპიანი კონკურსი გაიარეს. კანდიდატები პროფესიული ტესტირების და გასაუბრების წარმატებით გადალახვის შედეგად შეირჩნენ. 7 თვიანი ინტენსიური თეორიული მომზადების კურსისა და პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, სწავლების პროგრამაში მონაწილეები მებაჟე ოფიცრის უფლებამოსილებას გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახორციელებდნენ.

სასწავლო პროგრამა, რომელშიც 101 კანდიდატი მონაწილეობდა, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სპეციალური სასწავლო პროგრამით და ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით წარიმართა.

,,ახლად დანიშნულ თანამშრომლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა მოადგილეებთან და სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის წევრებთან ერთად შეხვდა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეებს სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულება და მებაჟე ოფიცრებად დანიშვნა მიულოცა.

შემოსავლების სამსახურში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა, რაც უწყებაში ახალგაზრდა, პროფესიონალი და ენერგიული კადრების მოზიდვას უწყობს ხელს. აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ახალი აპლიკაციების მიღება 25 ივნისის ჩათვლით https://rs.ge/Vacancy არის შესაძლებელი.

სტაჟირების პროგრამის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო თანამშრომლების შერჩევა წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია - კანდიდატების პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება