რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა

რუსთავში, კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მე-8 მიკრორაიონის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის იქნება.

მათივე ცნობით, ახალი მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა.

სკვერის გახსნას, რუსთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და გამწვანებული სივრცე შეემატა. სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც მოსახლეობას შევხვდით, ამ ადგილზე არაფერი იყო. მიხარია, რომ ამ უბნის მოსახლეობის თხოვნის შესრულება ასე მალე შევძელით. სწორედ მოსახლეობამ გვიამბო, რომ ჩვენი ეროვნული გმირი ჟიული შარტავა აქ ხშირად მოდიოდა და სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ამ ტერიტორიაზე სკვერი გაშენებულიყო. ამიტომაც გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ახალი რეკრეაციული სივრცე, ჟიული შარტავას სახელობის იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, 11 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში კი 206 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეა დარგული. პროექტის ღირებულება 1 მლნ 224 439 ლარია.

სკვერის ტერიტორიაზე, ჟიული შარტავას ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტით - „ქართული კინომუსიკა“ დასრულდა,“ - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო