ზაზა ვაშაყმაძე ბრიტანელ მისიონერს, რეჟისორსა და დოკუმენტალისტს, თეოლოგიის დოქტორს, დევიდ გორდონ ჰეთევეის შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მისიონერს, რეჟისორსა და დოკუმენტალისტს, თეოლოგიის დოქტორს, დევიდ გორდონ ჰეთევეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრიტანელი მისიონერი თბილისში საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მოწვევით იმყოფება.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ერთმანეთის გვერდით მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.

დევიდ ჰეთევეიმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვა სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი.

„ბრიტანელ მისიონერი პოპულარულია ფილმებით - „ევროპის მოტაცება” და „ვის ეკუთვნის იერუსალიმი?!”. შეხვედრას ესწრებოდა სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის შესახებ. სტუმრის ინტერესი გამოიწვია ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობამ.

ბრიტანელმა პასტორმა პირველმა იმოგზაურა ბრიტანეთიდან ახლად შექმნილ ისრაელში, რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გავლით, რის შემდგომაც სამოგზაურო კომპანია ჩამოაყალიბა და თავად გადაჰყავდა პილიგრიმები წმინდა მიწაზე. კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებში ქრისტიანთა ჩაგვრის საპასუხოდ, მას კონტრაბანდულად, ათასობით ეგზემპლარი სასულიერო ლიტერატურა გადაჰქონდა ადრესატი ქვეყანების მშობლიურ ენებზე. ამისთვის რამდენჯერმე დააკავეს, თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, იბრძოდა რელიგიური ლიდერების საპატიმროდან დასახსნელად. ინტენსიურად ქადაგებდა სახარებას ყოფილი სოციალისტური ბანაკის, სსრკ-ს დიდსა და პატარა ქალაქებში, ათ სასაათო სარტყელში, რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბულგარეთში, ყაზახეთში, შემდეგ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, სომხეთსა და საქართველოში. ჰეთუვეის მრავალ სასწაულს მიაწერენ და ამბობენმ რომ მრავალი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

იგი დღესაც მოღვაწეობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ევროპასა და ბრიტანეთში, მეთვალყურეობს პროექტს, რომელიც სულიერად და მატერიალურად ეხმარება ისრაელში მცხოვრებ რუსულენოვან ებრაელებს. მას „ლეგენდასა" და „რწმენის გიგანტას" უწოდებენ. 1995 წლიდან ჰეთევეი გამოსცემს ჟურნალს „წინასწარმეტყველური ხედვა" რომელიც 4 ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული და დანიური) გამოიცემა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ზაზა ვაშაყმაძე ბრიტანელ მისიონერს, რეჟისორსა და დოკუმენტალისტს, თეოლოგიის დოქტორს, დევიდ გორდონ ჰეთევეის შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მისიონერს, რეჟისორსა და დოკუმენტალისტს, თეოლოგიის დოქტორს, დევიდ გორდონ ჰეთევეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრიტანელი მისიონერი თბილისში საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მოწვევით იმყოფება.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ერთმანეთის გვერდით მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.

დევიდ ჰეთევეიმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვა სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი.

„ბრიტანელ მისიონერი პოპულარულია ფილმებით - „ევროპის მოტაცება” და „ვის ეკუთვნის იერუსალიმი?!”. შეხვედრას ესწრებოდა სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის შესახებ. სტუმრის ინტერესი გამოიწვია ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობამ.

ბრიტანელმა პასტორმა პირველმა იმოგზაურა ბრიტანეთიდან ახლად შექმნილ ისრაელში, რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გავლით, რის შემდგომაც სამოგზაურო კომპანია ჩამოაყალიბა და თავად გადაჰყავდა პილიგრიმები წმინდა მიწაზე. კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებში ქრისტიანთა ჩაგვრის საპასუხოდ, მას კონტრაბანდულად, ათასობით ეგზემპლარი სასულიერო ლიტერატურა გადაჰქონდა ადრესატი ქვეყანების მშობლიურ ენებზე. ამისთვის რამდენჯერმე დააკავეს, თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, იბრძოდა რელიგიური ლიდერების საპატიმროდან დასახსნელად. ინტენსიურად ქადაგებდა სახარებას ყოფილი სოციალისტური ბანაკის, სსრკ-ს დიდსა და პატარა ქალაქებში, ათ სასაათო სარტყელში, რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბულგარეთში, ყაზახეთში, შემდეგ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, სომხეთსა და საქართველოში. ჰეთუვეის მრავალ სასწაულს მიაწერენ და ამბობენმ რომ მრავალი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

იგი დღესაც მოღვაწეობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ევროპასა და ბრიტანეთში, მეთვალყურეობს პროექტს, რომელიც სულიერად და მატერიალურად ეხმარება ისრაელში მცხოვრებ რუსულენოვან ებრაელებს. მას „ლეგენდასა" და „რწმენის გიგანტას" უწოდებენ. 1995 წლიდან ჰეთევეი გამოსცემს ჟურნალს „წინასწარმეტყველური ხედვა" რომელიც 4 ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული და დანიური) გამოიცემა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის