პრემიერი - დეოლიგარქიზაცია  ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც, ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ, ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება

კეზერაშვილი, როგორც კი წავიდა მთავრობიდან როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება? კითხვა არ გიჩნდებათ მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენს, ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი , კარლ ბილტი, ფოტიგა და სხვები - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის განცხადებით, ევროკომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი გააკეთა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, მაგრამ მისი თქმით, ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე საქართველოს.

„დღეს მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა მოახერხოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში. ეს თემა, დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც და მოლდოვის შემთხვევაშიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება.

დღეს ბატონი კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას - „მთავარ არხს“, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, აფინანსებს მათ ხელფასებს და ყოველდღიურ დანახარჯებს მოპარული , ნაძარცვი ფულით . 2008 წელს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი. მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი, თავისი კოლონით.

კეზერაშვილი, როგორც კი წავიდა მთავრობიდან როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე? კითხვა არ გიჩნდება მეგობრებო? კითხვა არ უჩნდება ჩვენს, ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოყავთ კუბილიუსი , კარლ ბილტი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი ჰქონდა აუდიტირებული. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამოქვეყნებული 2013 წელს. აქ , რომ ხართ ყველას გისვამთ კითხვას - როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის , რომელიც მოვიდა არაფრით გახდა ასეული მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთ წევრს, ანა ნაცვლიშვილს და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის ბანკირს, ოლიგარქ ბიზნესმენს მამუკა ხაზარაძეს.

„ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის ვის? მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა სურვილი და განზრახვა ემართა პოლიტიკა, მთავრობა და პარლამენტი. ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, რადგან ფული არ დახარჯა.

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის არ აშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით ქალბატონო, ანა? 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს. ეს ხართ თქვენ. ეს არის თქვენი პარტია,მაგიტომაც მიიღეთ 1%-ი. ეს არის ოლიგარქობის მაგალითი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავარი ოლიგარქი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. მისი თქმით, არავის არსად უთქვამს, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მთავარი ოლიგარქია. მისი თქმით, ეს ტყუილია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა