რომან გოცირიძე პრემიერს - რატომ გაიხადეთ თავი დასაცინად კატარში, როდესაც დაგისვეს შეკითხვა: ენდობით თუ არა პუტინს? - პუტინს რატომ არ ახსენებთ? „გუგლში“ მოვძებნე და 2014 წლის 26 დეკემბერს ახსენეთ ბოლოს

იცით, რას ჰგავდა თქვენი გამოსვლა?! – ათით-ნულ წაგებას ველოდით და გიხაროდეთ ხალხო, წარმატებას გილოცავთ, ცხრით-ნული წავაგეთ, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მთავრობის ლიდერმა ევროკავშირი და ევროპარლამენტარები საქართველოს მტრებად დასახა.

ამასთან, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, რატომ არიდებს ის თავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელი ახსენოს.

„რომელ წარმატებაზეა საუბარი, როდესაც ევროინტეგრაციის მიმართულებით კატასტროფული მარცხით დაამთავრა ამ ხელისუფლებამ თავისი საქმიანობა?! იცით, რას ჰგავდა თქვენი გამოსვლა?! ათით-ნულ წაგებას ველოდით და გიხაროდეთ ხალხო, წარმატებას გილოცავთ, ცხრით-ნული წავაგეთო, - ეს იყო მთელი თქვენი გამოსვლის შინაარსი. გარდა იმისა, რომ მტრად დასახეთ ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ თურმე დაუნახავები და უმადურები არიან, თურმე ვერ ხედავენ რეიტინგებს, იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ამ რეიტინგების გამო კი არ აძლევენ სტატუსს სხვებს, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის ზომით, რომ ადარებთ მოლდოვას.

ბატონო ირაკლი, ცალყბად განაცხადეთ თქვენ, რომ შეასრულებთ ამ რეკომენდაციებს. იქნება თუ არა ივლისში, აგვისტოში მუშაობა ყოველდღიური, რომ დავუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ მიიღოთ კონსტიტუცია, რომ შეასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი?! გვითხარით თქვენი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების საფუძველი რა იყო?! თქვენ თქვით, რომ საქართველოს მხოლოდ მაშინ მიიღებენ ნატო-ში, თუ ის აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას?! ანუ, თქვენ იმ მავნებლური თეზისის გასამყარებლად გამოიყენეთ, რომ თითქოსდა საჭირო იყოს ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამის შემდეგ მიგვიღებენ ნატო-ში. ვინ თქვა ეს?! და ბოლოს, რატომ გაიხადეთ თავი დასაცინად კატარში, როდესაც დაგისვეს შეკითხვა, ენდობით თუ არა პუტინს?! პუტინს რატომ არ ახსენებთ?! "გუგლში" მოვძებნე, 2014 წლის 26 დეკემბერს ახსენეთ ბოლოს პუტინი. ივანიშვილმა დაგავალათ რომ პუტინზე ხმა არ ამოიღოთო?! რატომ აარიდეთ თავი პუტინზე შეკითხვას?!“ , - მიმართა გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა