სალომე სამადაშვილი - დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი - უკიდურესად განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის აქ საუბარი. უკიდურესად განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის განრისხების მიზეზია ის, რომ ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახელი აქამდე არ იყო, დასკვნაში დეოლიგარქიზაციის საკითხი კი გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან დაბრუნდა.

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის აქ საუბარი. უკიდურესად განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა. პრემიერს ვუთხარი, საზოგადოებისთვის გაეცნო იმ პრობლემების სია, რომელიც მას ევროკავშირში გადასცეს და უთხრეს, „თუ ეს არ მოგვარდება, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს“. მან განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი სია მისთვის არ მიუციათ, ოღონდ ეს სია გამოაქვეყნა ევროკომისიამ და ხვალ ევროპული საბჭო დაამტკიცებს. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ის, რომ დემონტაჟი უნდა მოხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმის, არ იყო ამ ჩამონათვალში, ვიდრე ბატონი ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში. როგორც თქვენსავე არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა, ისეთი მოახერხეთ ყველამ ერთად, რომ ახლა ბატონი ბიძინა არის თქვენზე განრისხებული. ამიტომ ჭყვიტინებთ, ამიტომ დადგით დღეს აქ სპექტაკლი და ამ ყველაფერს პასუხს გასცემს ქართველი ხალხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა