სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე - ვარ გაოგნებული და მინდა, ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი -  ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება

მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ერთად წლის ბოლომდე ყველა გზავნილი, რაც საქართველოს მიმართაა, უნდა შეასრულოს.

„როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება); მეორე - გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარტნიორები ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ და ყველა ერთად არა პოლარიზებულად და არა დაპირისპირებით ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მე მგონი მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით, და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, რომ აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს.

შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ მე დღეს შევხვდი აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული პლატფორმა და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახლა დავსახავთ როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ხელმძღვანელები, მონიტორები ვიყოთ, რომ არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ ამ 6 თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ, ის, რაც არის უზარმაზარი შანსი საქართველოსი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა