ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციაში ჩვენი ინიციატივით ჩაიწერა,  რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი - ამით ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია

2017 წელს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და პარტიის ინიციატივით, მაშინ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია და არ ვთვლი საჭიროდ, ზედმეტი განმარტებები გავაკეთო და თავის მართლება დავიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე.

„2008 წლამდე, ჩვენ კარგად გვახსოვს, რამხელა მოლოდინი შექმნეს, ცრუ მოლოდინი გაუჩინეს მოქალაქეებს, თითქოს საქართველო მიიღებდა მაპ-ს. ჩვენ ამდენი რამ ჩამოვთვალეთ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ესენი ვერც იოცნებებდნენ უბრალოდ. მაპ-ი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს? გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? რა თქმა უნდა, არ გაქვთ, არც იცით, რა უნდა უპასუხოთ ხალხს. მაპ-ის არ მინიჭების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დამანგრეველი ომი და რუსული ჯარის შემობრუნება საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე და რეალურად, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი გახდა შეუქცევადი“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს