ირაკლი ღარიბაშვილი - კაცი გირგვლიანის ადვოკატი იყო და დღეს „ნაცებშია“ - როგორ მოგწონთ?! ესაა შალვა შავგულიძე, გაიცანით

კაცი გირგვლიანის ადვოკატი იყო და დღეს „ნაცებშია“ - როგორ მოგწონთ?! ესაა შალვა შავგულიძე, გაიცანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პრემიერმა შავგულიძეს მიმართა, შეცდომებზე თავად იფიქროს, რადგან „ქართულ ოცნებას“ ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს.

„რა შეცდომებიც დაუშვა, ამაზე იფიქროს თვითონ, როცა მარტო დარჩება. კაცი გირგვლიანის ადვოკატი იყო და დღეს „ნაცებშია“ - როგორ მოგწონთ?! ესაა შალვა შავგულიძე, გაიცანით და მე მეკითხება, რა შეცდომები დაუშვით, რომ ამაზე იფიქროთ, რომ გამოასწოროთო. თქვენ იფიქრეთ ბატონო შალვა, თქვენ, თორემ ჩვენ ნაფიქრი გვაქვს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პრემიერს საკუთარი განცხადებები შეახსენა, რომელიც, დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებას ხელს უშლის. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ქვეყნის წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც ხელისუფლებას ეკისრება.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში