პრემიერი ოპოზიციას - რა გააკეთეთ, რომ მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია არ მიეღო თქვენს პარტნიორ პარტიას, EPP-ს? - პირიქით, უკიჟინებდით, თქვენი მომზადებული ტექსტი იყო

მავნებლურ საქმიანობაში ერთ-ერთი მონაწილეები არიან „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირდაპირ და ღიად ვადებ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისი წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ მას ევროპელმა კოლეგებმა შეატყობინეს.

„მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის სტატუსი [ევროკომისიის მხრიდან სტატუსზე უარის თქმა]. ამ მავნებლურ საქმიანობაში ერთ-ერთი მონაწილეები არიან „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პირდაპირ და ღიად ვადებ ხელს. დიახაც, მე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ისინი ითხოვდნენ დაჟინებით, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ფაქტი, რაც მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან - ნამდვილი მეგობრებისგან და არა თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან.

თქვენ რა გააკეთეთ, რომ ასეთი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია არ მიეღო თქვენს პარტნიორ პარტიას - „ევროპის სახალხო პარტიას“? პირიქით, თქვენ უკიჟინებდით, თქვენი დალობირებულია, თქვენი მომზადებული ტექსტი იყო ყველა ის უსამართლო და სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას. ამას ჰქვია მავნებლობა, მეგობრებო. ამას ჰქვია ჩვენი ქვეყნის მტრობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება