რომან გოცირიძე ღარიბაშვილს - აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან, კინწისკვრით გამოგვაგდებენ

ბატონო ირაკლი, აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან, კინწისკვრით გამოგვაგდებენ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, რომან გოცირიძემ მთავრობის მეთაურს შეახსენა, რომ მას გამოსვლისას თეზისები „ვაქცინა არ მუშაობს“ და „სანქცია არ მუშაობს“ გამორჩა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ არც თუ ისე პატარა ბრძანდებით, რომ არ იცოდეთ ვინ იყო ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი. იცით, ბრეჟნევმა როცა მოისმინა ჩვენი საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ სიმღერები, განაცხადა, რომ „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და არ იქნება ომი“. ბატონო ირაკლი, აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან კინწისკვრით გამოგვაგდებენ. და კიდევ ერთი, გამოგრჩათ და რატომ არ ახსენეთ თქვენს გამოსვლაში თქვენი საყვარელი თეზისები, „ვაქცინა არ მუშაობს“, „სანქცია არ მუშაობს“. გთხოვთ, მოგვიყვეთ როგორ არ მუშაობს სანქცია და როგორ არ მუშაობს ვაქცინა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო