ირაკლი ღარიბაშვილი - სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ  რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება

ჩვენი ქვეყნის ეთიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის მიმართ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია. ყველაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი უნდა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა.

"ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ხორციელდება სპეციალური ხელშემწყობი პროგრამებით და ინსტრუმენტებით. ჩვენი გეგმის მიხედვით ველოდებით არსებით და ხელშესახებ შედეგებს, ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ და 2030 წლიისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი უნდა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა, ყველამ და ზრდასრული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ეს არის ჩვენი გეგმა,"- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება