გიორგი ბოტკოველი პრემიერს - ადამიანები თავისი შეგნებით წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც - თქვენ მათ დღეს „დაქირავებული ადამიანები“ უწოდეთ

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთთან ომში მყოფ ქართველ მებრძოლებს „დაქირავებული“ უწოდა.

ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ ქართველი მებრძოლების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ.

ბოტკოველის თქმით, ისინი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

„ბატონო პრემიერო, იცით ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი დაქირავებული ადამიანები არ ყოფილან. ეს ადამიანები, გათავისებული თავისი შეგნებით წავიდნენ იქ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნია თითოეულ ჩვენგანს. თქვენ მათ დღეს „დაქირავებული ადამიანები“ უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესობა 2008 წლის გმირია, მათი უმრავლესობა საქართველოს თავისუფლებისთვის ძალიან ბევრი ომის მონაწილეა. ახლა მინდა ყველას მოგიწოდოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მისი ამ განცხადების შემდეგ, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია ფეხზე წამოდგა და უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

თუმცა, აღნიშნულს დარბაზში კამათი მოჰყვა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას მოუწოდა, ამ საკითხით ნუ სპეკულირებენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს