პენიტენციური სამსახური - მიხეილ სააკაშვილი შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით - დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. ამით პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მამამისი არ შეუშვეს.

როგორც პენიტენციური სამსახური განმარტავს, დღეის მდგომარეობით, სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

„მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა „ვივა-მედში“ მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამამისი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა