ლიეტუვის პრემიერი - საუბარი კალინინგრადის ბლოკადაზე სიცრუეა - ლიეტუვა ემორჩილება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე აცხადებს, რომ რუსეთის პრეტენზიები კალინინგრადის სარკინიგზო ბლოკადის შესახებ სიცრუეა.

”ნებისმიერი საუბარი კალინინგრადის ბლოკადაზე სიცრუეა. ლიეტუვა ემორჩილება ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ მისი აგრესიისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებულ სანქციებს, რომლებზეც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა 15 მარტს შეთანხმდა,“- განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

მისი თქმით, იმ ტვირთის გატარება, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არ არის, შეფერხების გარეშე ხდება.

„ყველა სხვა საქონელის, რომელიც აუცილებელია კალინინგრადის ოლქში მცხოვრებთათვის - საკვების, ფარმაცევტული პროდუქტების და ა.შ. - ტრანსპორტირება ხდება,“- აღნიშნა ინგრიდა სიმონიტემ.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის საკუთარი ტერიტორიის გავლით კალინინგრადისკენ გატარება აკრძალა. მოსკოვმა ეს ნაბიჯი „უკანონო ქმედებად“ შეაფასა და შესაბამისი ზომების მიღებით დაიმუქრა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის