სენაკში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

მათივე ინფორმაციით, წყალმოვარდნების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა საჭირო გახდა.

უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. ადგილზე მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

„სტიქიის ზონაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია იმყოფება.

სენაკის კეთილმოწყობის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ზარალის დამთვლელი კომისია სენაკში მუშაობას დილიდან დაიწყებს.

ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად, პრობლემები ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში შექმნა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს