ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სავარგულები, ჩამოირეცხა სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ასევე დაიტბორა ქალაქ ხობში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მერიის წარმომადგენლები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები და არხები.

„ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. ადგილზე მუშაობენ "ენერგო- პრო ჯორჯიას" ჯგუფები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას მერიის ხელმძღვანელი პირები ადგილზე ეცნობოდნენ. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სწავლობენ მდგომარეობას და დაითვლიან ზარალს რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ზომები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა