იაგო ხვიჩია - არ ვიცი შეთანხმებული თამაშია თუ მართლა არსებობს შიდა გაუგებრობები, მაგრამ პრეზიდენტი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პროევროპელი, ხოლო ღარიბაშვილი - როგორც ევროპასთან მებრძოლი

არ ვიცი შეთანხმებული თამაშია თუ მართლა არსებობს შიდა გაუგებრობები, მაგრამ რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პროევროპელი,ხოლო ბატონი ღარიბაშვილი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ევროპასთან მებრძოლი, - ასე აფასებს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტში პრემიერ- მინისტრის გუშინდელ მოსმენას და მასზე სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურებას.

"მე არ ვიცი, "ქართული ოცნების" შეთანხმებული თამაშია როცა პრეზიდენტი ერთს ლაპარაკობს, პრემიერი - მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარე-მესამეს და მეოთხეს კიდევ ვიღაც, თუ მართლა არსებობს მათ შორის შიდა გაუგებრობები და უთანხმოება და ახლა ასეთი ფორმით იჩინა თავი, მაგრამ რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პროევროპელი,ხოლო ბატონი ღარიბაშვილი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ევროპასთან მებრძოლი, რას ემსახურება ეს, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სიუჟეტი ასეთია, რასაც ვხედავ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს და ეს დადებითად შეაფასა, რადგან ეს კანონი ადამიანის უფლებებს ამცირებს. ამასთან, მისივე განცხადებით, კანონების 90% მეათე მოწვევის პარლამენტში ასეთია და კარგი იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი მსგავს კანონებს ვეტოს დაადებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა