იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები ამ ეტაპზე ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა ამისა სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.

„წყალმოვარდნების შედეგად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.

ქუთაისში, მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ჩაერთო „სპეციალური სერვისები“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ძლიერი წვიმის შედეგად ტყიბულის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები. სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სპეციალური ტექნიკით ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია.

ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა სოფლის შიდა გზები და დაზიანდა ბოგირები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

ღამით მოსული ძლიერი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

ამ დროისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად სოფელ ცხუნკურში, დღნორისის, რიონის და ოფურჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დაზიანდა გზები.

ასევე წვიმამ გამოიწვია ე.წ. ვაზნარის ღელის ადიდება, დაიტბორა სოფელი ხომულის ნაწილი, ჭავჭავაძისა და ერისთავის ქუჩები, მოსახლობის საკარმიდამო ნაკვეთებში წყალი შევიდა.

ხონში, სოფელ გორდში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, კონკრეტულად შიდა საუბნო გზები, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები არის დაზიანებული. სოფლებში: მათხოჯსა და ძეძილეთში რამდენიმე საკარმიდამო დაიტბორა.

ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია