ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სათათბირო, რომელმაც ბათუმის ავარიულ სახლებზე კანონპროექტში ცვლილებები უნდა განიხილოს, არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტდეს

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სათათბირო, რომელმაც ბათუმის ავარიულ სახლებთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებები უნდა განიხილოს, ოპოზიციის მიერ წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტდეს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა და პარლამენტის უფრაქციო წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.

როგორც დეპუტატებმა ბრიფინგზე განმარტეს, მათი მოთხოვნაა ასევე, რომ ძველ ბათუმში k2 კოეფიციენტი არ გაიზარდოს.

"იმ ნაწილში, რომ ერთპიროვნულად არ უნდა იქნეს გადაწყვეტილი მერის მიერ ვის უნდა მიენიჭოს k2- ის სტატუსი, ამასთან დაკავშირებით შემოიტანეს სათათბიროს ნაწილი, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არის ფასადური, რადგან მერს შეუძლია სათათბირო თავის მეგობრებით დააკომპლექტოს, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, სათათბიროს წევრები იყვნენ ოპოზიციის მიერ წარდგენილი არასამთავროვო ორგანიზაციები. სურვილი გვაქვს, რომ k 2- ის გაზრდასა და ავარიული სახლის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ", - განაცხადა ხაჯიშვილმა.

ამასთან, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ბათუმის მოსახლეობა კანონში არსებული სახით ცვლილებების შეტანას მხარს არ უჭერს. გარდა ამისა, ახვლედიანი კორუფციულ რისკებზეც საუბრობს.

"ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე მოდის, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ იმ პირობებში როცა მოქალაქეს არ აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოში და იმედი ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოსი, როცა არ აქვს ხმა ბათუმის საკრებულოში, საკრებულო არის ფიქტიური ორგანო, მერი კი კორუფციულ გარიგებებშია, რთულად წარმომიდგენია, ბათუმელთა ინტერესები იყოს გათვალისწინებული და ბათუმი გადაურჩეს „ოცნებისეულ“ ჩაბეტონების მორიგ შემზარავ ტალღას,"- განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს