ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, „ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში „ლიბერთის“ ბარათით გადახდისას სპეციალური ფასები კარდიოქირურგიულ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე გავრცელდება.

ასევე, სპეციალური შეთავაზებით საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები ისარგებლებენ. კერძოდ, მომხმარებელი თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს დაფარავს.

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%-იან შეღავათს უფროსი თაობის წარმომადგენლები და „ლიბერთის“ სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) მიიღებენ.

„ევექსის“ ცნობით, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით - „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს, მოქალაქეებს მათზე მორგებული პირობები შეუქმნას. აღნიშნული პროგრამა კი სოციალური ბარათის მფლობელებს სასურველ სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაუზრდის.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა