ევროკომისიის დასკვნა კიევის წარმატების შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის, თეთრი ძაფით ნაკერია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, დოკუმენტის შესაბამისი ნაწილი არის „ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის თემის არაპრინციპული, შერჩევითი გამოყენების ნათელი მაგალითი“.
„ბრიუსელისადმი ლოიალურ ქვეყნებს საჩუქრად ეძლევათ პოლიტიკის დაუსჯელად გატარების ინდულგენცია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
ისეთი ქვეყნების მიმართ კი, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, ბრიუსელი თანმიმდევრულად იყენებს ზეწოლის მეთოდებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს“ , - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ბრიუსელი ადამიანის უფლებათა დაცვის თემას ღიად იყენებს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისთვის და ცალმხრივი სანქციების გასამართლებლად.
„მიუხედავად თეთრი ძაფით ნაკერი დასკვნისა, კიევის „საკმარისი“ წარმატებების შესახებ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა „შეზღუდული რჩება“ , - აცხადებს ზახაროვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"