მამუკა ხაზარაძე - მინდა „ოცნებას“ ვუთხრა: თქვენ არ ხართ ქვეყნის ევროკავშირში შემყვანები, თქვენ პატრონს არ უნდა - სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა ხვალინდელ აქციაზე გამოცხადდება

გეგმა იმ საზოგადოებასთან ერთად იქნება შეთანხმებული, რომლის სახეები ვნახეთ რუსთაველზე, რამდენიმე დღის წინ. სწორედ მათთან კონსულტაციით ჩამოყალიბდება გეგმა, რომელიც აუცილებლად გაჟღერდება და გეგმა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, როგორ შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ 24 ივნისს დაანონსებული აქციის შესახებ საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ერთობის სამოქმედო გეგმა მისთვის ცნობილია, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ხვალ, 24 ივნისს საზოგადოებას წარუდგენენ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ხვალინდელ აქციაზე პოლიტიკოსები სიტყვით არ უნდა გამოვიდნენ და იქ ახალგაზრდები და ახალი სახეები უნდა დადგნენ.

„ერთი საკითხი ნათელია, რომ ეს მთავრობა ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს. ეს გეგმა იქნება იმ საზოგადოებასთან ერთად შეთანხმებული, რომლის სახეები ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, რამდენიმე დღის წინ. სწორედ მათთან კონსულტაციით ჩამოყალიბდება გეგმა, რომელიც აუცილებლად გაჟღერდება და ეს გეგმა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, როგორ შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში და როგორ მოვახერხოთ იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც არის გასაღები, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ბუნებრივია, მე საქმის კურსში ვარ ამ გეგმის შესახებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავს უფლებას არ მივცემ, რომ მე გავაჟღერო, თუნდაც მინიშნებით რაიმე ვთქვა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.

ეს არ არის რომელიმე პარტიის, ეს არის ხედვა და გეგმა, რომელიც შეჯერებული იქნება ყველა ჯგუფთან, „ქართული ოცნების“ მომხრეებთანაც კი, რადგან ხალხი „ქართულ ოცნებაში“ ხვდება, რომ შეიძლება უნიკალური შანსი დავკარგოთ, მერე უბრალოდ ღარიბაშვილს ვერავინ იპოვის. დაბრალება, რომ თურმე ღარიბაშვილს რა უთქვამს და საქმე გაუფუჭებია, როდესაც უკვე გადატრიალდება ურემი და აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად იცლება, დარჩება მარტო. ეს არის თითოეული ჩვენგანის უზარმაზარი პასუხისმგებლობა.

ხვალინდელი აქცია უნდა იყოს ძალიან სერიოზული, ისევ ერთად უნდა გამოვიდეთ, პოლიტიკოსები ისევ ქვემოთ უნდა იდგნენ, წინ უნდა იყვნენ ახალგაზრდები, ახალი სახეები, ვისაც უნდა ახალი ცხოვრება და ჩვენ მათ უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ მივაღწიოთ სანუკვარ ოცნებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რადგან ამით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს.

„მინდა „ოცნებას“ ვუთხრა, თქვენ არ ხართ ამ ქვეყნის ევროკავშირში შემყვანები, არ გინდათ და იმიტომ. თქვენს უფროსს და პატრონს არ უნდა ეს ყველაფერი, რადგან ევროკავშირის კანდიდატობით ივანიშვილი კარგავს ძალაუფლებას. ეს არის ამ ყველაფრის ქვაკუთხედი.

ქართველ ხალხს აქვს არჩევანი, ან ბიძინა ივანიშვილის ქონების დამცველები უნდა ვიყოთ აქ და ხალხს ვუთხრათ, რომ ქველმოქმედებას აკეთებს და მერე რა მოხდა, ან ქვეყანა დავაყენოთ სწორ გზაზე. 20 ივნისს ამ ხალხმა გააკეთა არჩევანი. პასიური ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ „მე არ მინდა ასე“, ამიტომ გამოვიდა ეს ხალხი. რამდენიმე გვარს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა