ემანუელ მაკრონი - ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით

ვლაპარაკობთ რა, უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, დასავლეთ ბალკანეთზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, ვიდრე მანამდე, რადგან ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა - დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში და ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს, გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით.

„მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ ეს იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, იმ ომის კონტექსტში, რომელიც რუსეთმა გადაწყვიტა დაეწყო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე. ერთი კვირის წინ კიევში მარიო დრაგთან, ოლაფ შოლცთან და რუმინეთის წარმომადგენელთან ჩვენ ავიღეთ ვალდებულება მიგვეღწია შეთანხმებას, რათა უკრაინისთვის მიგვეცა კანდიდატის სტატუსი, რომელიც მისცემდა ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას. ჩვენ მივეცით მათ საგზაო რუკა, ეს დამოკიდებულია უკრაინაზე. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ პრეზიდენტ მიშელთან ერთად, უკრაინასთან ერთად. ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს საბჭოს შორის და პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან ნათელ გზავნილს ვუგზავნიდით, რომ კონფლიქტის პირველივე დღიდან ევროპა გაერთიანებულიყო, ძალიან აქტიურად ხდებოდა რეაგირება ამ კონფლიქტზე პირველ რიგში სანქციებით, შემდეგ მაკროეკონომიკური და სამხედრო, ფინანსური მხარდაჭერით, პოლიტიკური ჟესტების თვალსაზრისით, ერთიანი ძლიერი გაერთიანებული ევროპა ასრულებდა მის წინაშე დასმულ ამოცანას. ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენი არჩევანით, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი და ასევე, საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როცა დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა კომისიამ. ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობისთვის. მოლდოვას თვალსაზრისით, ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ მოლდოვას პოზიციას - ეს იქნება ხანგრძლივი გზა ძალიან ბევრი პირობა და ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში. პრეზიდენტმა მიშელმა აღწერა დეტალური გზა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კენჭისყრა ჩატარდეს ჯეროვნად ბულგარეთის პარლამენტში და ჩვენთვის არის საშუალება აი, ეს შესაძლებლობაც შევასრულოთ, რომ ძალიან დიდი რისკი აიღო საკუთარ თავზე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკანასკნელ კვირებში. ჩვენ გარღვევას უნდა მივაღწიოთ ალბანეთთან მიმართებაში, გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. ვლაპარაკობთ რა, უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, დასავლეთ ბალკანეთზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, ვიდრე მანამდე, რადგან ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა. დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში და ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს, გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მაკრონმა, რომლის თარგმანიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ემანუელ მაკრონი - ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით

ვლაპარაკობთ რა, უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, დასავლეთ ბალკანეთზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, ვიდრე მანამდე, რადგან ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა - დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში და ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს, გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით.

„მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ ეს იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, იმ ომის კონტექსტში, რომელიც რუსეთმა გადაწყვიტა დაეწყო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე. ერთი კვირის წინ კიევში მარიო დრაგთან, ოლაფ შოლცთან და რუმინეთის წარმომადგენელთან ჩვენ ავიღეთ ვალდებულება მიგვეღწია შეთანხმებას, რათა უკრაინისთვის მიგვეცა კანდიდატის სტატუსი, რომელიც მისცემდა ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას. ჩვენ მივეცით მათ საგზაო რუკა, ეს დამოკიდებულია უკრაინაზე. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ პრეზიდენტ მიშელთან ერთად, უკრაინასთან ერთად. ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს საბჭოს შორის და პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან ნათელ გზავნილს ვუგზავნიდით, რომ კონფლიქტის პირველივე დღიდან ევროპა გაერთიანებულიყო, ძალიან აქტიურად ხდებოდა რეაგირება ამ კონფლიქტზე პირველ რიგში სანქციებით, შემდეგ მაკროეკონომიკური და სამხედრო, ფინანსური მხარდაჭერით, პოლიტიკური ჟესტების თვალსაზრისით, ერთიანი ძლიერი გაერთიანებული ევროპა ასრულებდა მის წინაშე დასმულ ამოცანას. ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენი არჩევანით, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი და ასევე, საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როცა დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა კომისიამ. ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობისთვის. მოლდოვას თვალსაზრისით, ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ მოლდოვას პოზიციას - ეს იქნება ხანგრძლივი გზა ძალიან ბევრი პირობა და ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში. პრეზიდენტმა მიშელმა აღწერა დეტალური გზა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კენჭისყრა ჩატარდეს ჯეროვნად ბულგარეთის პარლამენტში და ჩვენთვის არის საშუალება აი, ეს შესაძლებლობაც შევასრულოთ, რომ ძალიან დიდი რისკი აიღო საკუთარ თავზე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკანასკნელ კვირებში. ჩვენ გარღვევას უნდა მივაღწიოთ ალბანეთთან მიმართებაში, გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. ვლაპარაკობთ რა, უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, დასავლეთ ბალკანეთზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, ვიდრე მანამდე, რადგან ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა. დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში და ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს, გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მაკრონმა, რომლის თარგმანიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის