Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა

სასტუმრო "ბილტმორის" ისტორიულ შენობაში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია დამტკიცდა, რაციოს ფინანსური აკადემიისა და რაციო კონსალტინგის ორგანიზებითა და Hotsale.ge-ის სპონსორობით, საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.

ფორუმზე, რომელიც თბილისში 18 ივნისს გაიმართა, გამოკვეთა მნიშვნელოვანი ასპექტები, სპიკერებმა განიხილეს პანდემიის შემდგომი გამოწვევები და დამსწრეებს საკანონმდებლო სიახლეების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. ღონისძიების შემდეგ ბიზნეს სექტორმა თავის პრობლემებზე ისაუბრა, ხოლო საჯარო სექტორმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მომავალში ორივე მხარემ სიახლეებზე მუდმივ დისკუსიები გამართოს.

როგორც რაციოს ფინანსური აკადემიის და რაციო ქონსალტინგის დამფუძნებელმა ნანა ახალაიამ აღნიშნა, პანდემიის შემდეგ ეს იყო მთავარი ბიზნეს მოვლენა ფინანსურ სფეროში, რადგან მსგავსი მასშტაბური პროფესიული ნეთვორქინგი ამ სფეროს წარმომადგენლებს არ ახსოვთ. ღონისძიებას ფინანსური სექტორის 150 წარმომადგენელი დაესწრო.

რაციოს ორგანიზებით ფორუმზე ფინანსური სექტორის წარმატებული კომპანიები და პროფესიონალები გაერთიანდნენ. მათ შორის: იონა კიზირია - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ზოგადი ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი, ვლად ბეჟაშვილი - ებიტ გრუპის მმართველი პარტნიორი, ნიკა წიკლაური- კომპანია ენტების დამფუძნებელი, ნანო სამყურაშვილი - იყვნენ ღონისძიების სპიკერები.

ფორუმზე მოეწყო საბუღალტრო პროგრამების გამოფენა, რომელზეც საბუღალტრო კომპანიის წარმომადგენლებმა თავიანთი პროგრამის უპირატესობებზე ისაუბრეს. აუდიტორულმა კომპანიებმა კი მონაწილეებს გააცნეს თავიანთი მომსახურებების ჩამონათვალი და სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზეს.

Hotsale.ge-ს უკვე წლებია, საქართველოში ბიზნეს სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, იქნება ეს ტურიზმის, გართობის, საცალო გაყიდვების თუ სხვა სფეროები. Hotsale.ge ზრუნავს მათი პროდუქტისა და სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდას, რის ხარჯზეც კომპანიები მეტ ლოიალურ მომხმარებელს იძენენ და მათი უკუკავშირის მეშვეობით მომსახურებას ხვეწენ.

Hotsale.ge ადგილობრივი ბიზნესის განვითარების პროცესში კვლავაც წინა ხაზზე რჩება და სამომავლოდ ფინანსური ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით