ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის პირველავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში ASTROPHYSICAL JOURNAL სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ლემან ჰაუპტის საერთაშორის სკოლის დოქტორანტმა, სალომე მჭედლიძემ კოსმოლოგიასა და გრავიტაციის ჯგუფის პროფესორების, აქსელ ბრანდენბურგისა და თინათინ კახნიაშვილის ხელმძღვანელობით, კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Astrophysical Journal” სტატია “Evoluton of Primordial Magnetic Fields during Large Scale Structure Formation”, Mtchedlidze, S; Dominguez-Fernandez, P; Du, X; Brandenburg, A; Kahniashvili, T, et al. doi: 10.3847/1538-4357/ac5960 929, 127 (2022) გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატია კოსმოლოგიური სიმულაციების მეშვეობით დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველების კვლევას ეხება. დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველები იმ მაგნიტურ ველებს მოიაზრებს, რომელთაც გალაქტიკებისა და გალაქტიკური კლასტერების მასშტაბებზე აკვირდებიან, ე.ი. გაცილებით დიდ მასშტაბებზე, ვიდრე ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, (ასევე მაგნეტიზებული) მზის, მასშტაბია.

„ამ მაგნიტური ველების წარმოშობის საკითხი დღემდე გადაუჭრელია. ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა აჩვენა ისიც, რომ მაგნიტური ველები შეიძლება კოსმოსურ სიცარიელეშიც არსებობდეს, ე.ი. მატერიის არარსებობის პირობებში. ასეთმა დაკვირვებებმა მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ მანამდე არსებული ჰიპოთეზა განამტკიცა, კერძოდ, რომ მაგნიტური ველები შეიძლება ადრეულ სამყაროში* მიმდინარე პროცესების შედეგად, კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის (CMB) მსგავსად, წარმოშობილიყო. ადრეულ სამყაროში დაგენერირებულ მაგნიტურ ველებს პირველად მაგნიტურ ველებსაც ეძახიან (primordial magnetic fields). ავტორებმა ზემოაღნიშნულ შრომაში სწორედ ისინი შეისწავლეს.

პირველადი მაგნიტური ველების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან მათი მეშვეობით შეგვიძლია სამყაროს ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე „შევიხედოთ“. მაგალითად, პირველად მაგნიტურ ველებს ხშირად განიხილავენ, როგორც გრავიტაციული ტალღების წყაროს, ან/და სამყაროს რეიონიზაციის (ხელახლა იონიზაციის) ეპოქის დამაჩქარებელ ფაქტორს. დაკვირვებადი დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველების წარმოშობის ისტორიის აღსადგენად საჭიროა მაგნიტური ველების ევოლუციის შესწავლა. აღნიშნულ სტატიაში ეს საკითხი შესწავლილია რიცხვითი მოდელირების საშუალებით და ნაჩვენებია, რომ სამყაროს დიდ მასშტაბებზე შენარჩუნებული იქნება ინფორმაცია პირველადი მაგნიტური ველების განაწილების შესახებ და მომავალ დაკვირვებათა მეშვეობით (მაგ. Square Kilometre Array; SKA) შესაძლებელი იქნება მათი გენერაციის მექანიზმების დაზუსტება. გენერაციის მექანიზმების დადგენა კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, გავიგოთ, მაგნიტურმა ველებმა დღევანდელი დიდმასშტაბიანი სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში რა წვლილი შეიტანა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის