ხონში იურიდიული დახმარების სამსახურის ხონის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ხონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქ.# 17-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხონის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრის გახსნით უფასო სამართლებრივი დახმარება ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების მცხოვრებთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

„მანამდე ხონელებს იურისტების დახმარების მიღება ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში შეეძლოთ. ამიერიდან კი დროული და ეფექტური სამართლებრივი დახმარების მიღება ადგილზე, თვითონ ხონშიც შესაძლებელი იქნება.

სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ასევე ხონში წარადგინა ადმინისტრაციული შენობის კედელზე დამონტაჟებული იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო დაფა და საფოსტო ყუთი. კუპრაშვილის განცხადებით, საფოსტო ყუთი ჩვენი სამსახურის სიახლეა.

„იგი მოსახლეობას საშუალებას მისცემს მათთვის მოსახერხებელ დროს, წერილი გამოუგზავნოს სამსახურს და წერილში ასახოს მისთვის პრობლემატური საკითხები. თითოეულ წერილი აუცილებლად განხილული იქნება სამსახურის მიერ და ყველას გაეცემა კვალიფიციური პასუხი. საინფორმაციო დაფები საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც დამონტაჟდება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი არ არის.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ხონის საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნა კოსნულტანტი ლანა უგულავა, რომელიც საკონსულტაციო ცენტრში ყოველდღიურად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მოემსახურება როგორც სოციალურად დაუცველებს, გადახდისუუნაროებს, ასევე, სხვა მოქალაქეებს, ვინაიდან სამსახურის მიერ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყველასთვის უფასოდ ხორციელდება. სპეციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაზეც იურიდიული დახმარების სამსახური მუშაობს, მოსახლეობას გავაცანით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია "პარალეგალების" პროექტმა და ადგილობრივთა ნაწილი უკვე დარეგისტრირდა პირველადი იურიდიული დახმარების გაწევის მსურველთა სიაში”- განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს