გორის მერია - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში ცენტრალური გზიდან სკოლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 315 მეტრია, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად ეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

„უკვე დასრულდა ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მისი სიგრძე 785 მეტრია.

რეაბილიტაციამდე, გზის ორივე მონაკვეთზე გადადგილება უჭირდათ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხითმოსიარულეებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

აღსანიშნავია, რომ ზემო ხვითში ამ ეტაპზე იხრეშება შიდა საუბნო გზებიც. პროექტი, რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა