გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება"  ყველაფერს გააკეთებს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს

მიუხედავად იმისა, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არ არის ომი, კანდიდატის სტატუსს საქართველო ნამდვილად იმსახურებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი რის გამოც, უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი არის ომი უკრაინაში და რთული ვითარება მოლდოვაში.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

კითხვაზე, თუკი ახლა აქვთ მზაობა, რატომ არ განახორციელეს რეფორმები უფრო ადრე, რომ კანდიდატის სტატუსი გვქონოდა, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ რეფორმები 6 თვის განმავლობაში ვერ დასრულდება.

"თქვენ როგორ გგონიათ 6 თვის მერე სამივე ქვეყანა დაასრულებს რეფორმებს და განვითარებას? ასე არ არის ნამდვილად, 6 თვის მერეც გაგრძელდება ევროპასთან ურთიერთობა, რადგან სრულფასოვან წევრობამდე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მხრიდან,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ 12 პირობიდან ყველაზე რთულად განსახორციელებელი დეპოლარიზაცია იქნება.

"იმედს არ ვკარგავ, მაგრამ ყველაზე რთულად განსახორციელებელი მე მეჩვენება, რომ იქნება ნომერი პირველი დეპოლარიზაციის საკითხი. აქ „ქართული ოცნება“ კი არა საქართველოს საზოგადოება სულ თავდაყირა რომ დადგეს, თუ ოპოზიციამ არ დაწია არასრულფასოვანი, არასწორი, არასახელმწიფოებრივი ქმედებები, ეს რთულად იქნება განსახორციელებელი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ერთანაირად ესმის ევროკავშირს და "ქართულ ოცნებას" დეოლიგარქიზაცია, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" და ევროკავშირს ერთნაირად ესმის, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ ევროპული ღირებულება სხვანაირად ესმის რადიკალურ ოპოზიციას". მაჭარაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხი გაწერილია სამივე ქვეყნის მიმართ, მისივე თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებზე ექნებათ კონსულტაციები ქვეყნის შიგნითაც და პარტნიორებთანაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა