აჭარა პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

აჭარული სამზარეულო პოლონეთში კულინარიულ ფესტივალზე “Fortress of Tastes“ იყო წარმოდგენილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვრცოლავთან ახლოს ჩოჰას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ.

„ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა და მასში აჭარა პირველად იღებდა მონაწილეობას. საინტერესო მდებარეობის გამო ფესტივალს 15 000-მდე ვიზიტორი პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან გერმანიიდან და ჩეხეთიდანაც სტუმრობდა. ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარულობით შუასაუკუნეების დროინდელი რეცეპტურით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა.

კულინარიულ ფესტივალში მონაწილეობით ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო პოლონეთში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს