ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა

ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო ჩატარდა. პროცესზე განზრახ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მსაჯულთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერჯერობით მსგავსი სახის პროცესებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დაკომპლექტებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისაგან. "ნაფიცმა მსაჯულებმა" ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუსმინეს ორივე მხარე, გაეცნენ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, შესავალ და დასკვნით სიტყვებს. პროცესის ბოლოს, ვერდიქტის გამოტანამდე გაიმართა ხანგრძლივი კამათი - ეცნოთ თუ არა ბრალდებული დამნაშავედ. თუმცა მცირე უპირატესობით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გამართლდა. 2022 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდე იმიტირებული პროცესი ჩატარდა ლანჩხუთში და მისი მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება მიმდინარეობდა კამპანიის "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში და იგი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს( COE) მიერ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან