ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022

პერმანენტული აქციების ჩატარება სწორად არ მიმაჩნია, რადგან არც ოპოზიცია და არც ხალხი ამისთვის მზად არ არის - ძაბირაძე

უკრაინაში იმედოვნებენ, რომ დასავლეთიდან მიღებული უახლესი იარაღით უკვე ივლის-აგვისტოში ფრონტზე სიტუაციას გადატეხავენ - მაისაია

***

პერმანენტული აქციების ჩატარება სწორად არ მიმაჩნია, რადგან არც ოპოზიცია და არც ხალხი ამისთვის მზად არ არის - ძაბირაძე

"შეძლებს თუ არა ოპოზიცია 24 ივნისს სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანას და პერმანენტული აქციების ორგანიზებას? რას ნიშნავს 20 ივნისს რუსთაველზე მისული ხალხის რაოდენობა და რა სიგნალი უნდა იყოს ეს ხელისუფლებისთვის? ამ და სხვა საკითხებზე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, - წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პერმანენტული აქციების ჩატარება სწორად არ მიმაჩნია, რადგან არც ოპოზიცია და არც ხალხი ამისთვის მზად არ არის - ძაბირაძე

"კითხვაზე თუ რა სახის განაცხადი იყო 20 ივნისის აქცია და რას ნიშნავს აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა, ძაბირაძის თქმით, აქციაზე ხალხის რაოდენობის მისვლა განაპირობა ჩვენი მოსახლეობის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებამ. ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რომელიც ქართველ ხალხს წლებია გაცხადებული აქვს. ასევე აქციის მონაწილეებს ეყოთ გონება და საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს სწორი აქცენტები მიაწოდეს. იქ თავიდანვე ითქვა, რომ სცენა პოლიტიკოსებს არ დაეთმობოდა. ეს არ იქნებოდა პოლიტიკური აქცია, ამიტომაც ხალხი მივიდა აქციაზე, სადაც ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის. თუმცა როგორც კი ამ აქციებს პოლიტიკური მდგენელი გაუჩნდება, მაშინ ხალხი მისგან დისტანცირებას დაიწყებს. აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა გზავნილია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ევროპისთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ მხოლოდ გამოკითხვებით კი არა, არამედ რეალურად ევროპისკენ წასვლა გვინდა. ჩვენი ევროპული არჩევანი ხალხის არის და არა რომელიმე ხელისუფლების. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, ამაზე უნდა დაფიქრდეს. კი, გასაგებია, რომ ეს საპროტესტო აქცია არ არის, მაგრამ იქ მისული ხალხი მაინც ფიქრობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩვენი მთავრობის ბრალია. აქციაზე მყოფები ხელისუფლებას აკისრებენ იმაზე პასუხისმგებლობას. ეს კი ძალიან საფრთხილო თემაა. შესაძლოა ეს ხალხი „ნაციონალების“ მომხრეები არ არიან, მაგრამ ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპოდენტის კითხვაზე, ოპოზიციამ ხელახალი აქცია 24 ივნისს დაანონსა და დიდი ალბათობით საქართველო კანდიდატის სტატუს პარას ვერ მიიღებს. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ პროტესად გარდაქმნას, ძაბირაძის თქმით, ოპოზიცია თუ ისევ შეცდომას არ დაუშვებს, რეალური შედეგი ამ აქციამ შესაძლოა იგივე ოპოზიციას მოუტანოს. იმის თქმა, რომ 24 ივნისს თუ სტატუსს არ მოგვცემენ, პერმანენტულ აქციებს დავიწყებთო, მცდარია. ფაქტია, რომ არ მოგვცემენ. ახლა სასწაულს არავინ უნდა ველოდოთ. თუ პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ამას პოლიტიკური მდგენელი ექნება (ვფიქრობ ასეც იქნება, რადგანაც სააკაშვილის განცხადება უკვე ვიცით, სადაც რიგაგრეშე არჩევნებს და აქციებს ითხოვს), ეს იმას ნიშნავს, რომ აქციები რამდენიმე დღე გარძელდება და ისე დასრულდება, როგორც ეს ადრე დასრულდა. ამიტომ, სწორად არ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე პერმანენტული აქციები ჩატარდეს. დღეს ამას ოპოზიცია ვერ შეძლებს, ამისთვის არც ოპოზიცია და არც ხალხი მზად არ არის. ასეთ ერთჯერად არაპოლიტიკურ აქციაზე ხალხი მივა, მაგრამ პოლიტიკურ აქციაზე, სადაც ხელისუფლებას ცვლილების მოთხოვნა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. იქნება, ხალხი არ მივა. ოპოზიცია ხალხს ვერ არწმუნებს, რომ „ოცნებაზე“ უკეთესია. ვერ არხერხებს იმის მტკიცებულება, რომ იგიცე არ იზამს „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ აკეთებდა. ტექნიკური მთავრობის შემნაზე და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ხალხს აშინებს. ამ ყველაფერზე კი ზეგავლენას რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ახდენს. ხელისუფლება ახერხებს და ხალხს არწმუნებს, რომ ოპოზიციას ომში ჩართვა უნდა. ამის საშულება თავად ოპოზიციამაც მისცა. ამიტომ ხალხში არის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა. ხელისუფლება კარგად ახერხებს და ოპოზიციის გაუთვალისწინებელ შეცდომებს მათ წინააღმდეგ იყენებს”, - დასძენს გამოცემა.

"ხელისუფლება სავარაუდოდ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, თუმაც ამას სექტემბრიდან დაიწყებს. ის დაელოდება უკრაინაში მოვლენების განვითარებას, რადგან ამას ევროპაზეც გარკვეული გავლენა ექნება. ხელისუფლების და ევროპის ეს ტაიმაუტი კარგიც არის, რადგანაც წლის ბოლომდე ბევრი რამ გამოიკვეთება. თუმცა აქციაზე ამდენი ხალხის მისვლა სიგნალი და გაფრთხილებაა, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ არც თუ პატარა უკმაყოფილებაში გადაიზარდოს. ზურაბიშვილი უკვე რამდენი ხანია „ოცნებისგან“ დისტანცირებას ცდილობს. როგორც ჩანს მას ამ მესიჯებს და პოლიტიკურ ხაზს ვიღაც ურჩევს. კი ბატონო, მისი განცხადებები ბოლო დროს სწორია, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკას ვერაფრით ცვლის. მას თავს ესხმიან, როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან. თუმცა მისი გათვლა ის არის, რომ დასავლეთს ელაპარაკოს. მათ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არის ინსტიტუტი, რომელიც ისე არ ფიქრობს, როგორც მაგალითად „ქართული ოცნება“. არ ვიცი რამდენად გამოსდის, მაგრამ მისი მცდელობა ესაა, ფაქტია. სამწუხარო ისაა, რომ პრემიერი არ უნდა წამოეგოს ოპოზიციის მიერ დაგებულ ხაფანგს. მას მეტი თავშეკავებულება მართებს, მითუმეტეს 24 ივნისამდე არაფერი აღარ არის დარჩენილი. გასაგებია, რომ ოპოზიცია მის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ ის ხომ ხელისუფლების მეთაურია. მითუმეტეს ევროკავშირიდან რეკომენდაციაა, რომ ეს პოლარიზება უნდა დასრულდეს. ხელისუფლებამ აჩვენოს, რომ ამას ასრულებს. შესაბამისად, პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი პრემიერიც არ გახდებოდა. კი ბატონო, 24-მდე რეალურად არაფერი აღარ შეიცვლება, მაგრამ იმ ხალხმა რაღაცა ხომ უნდაა დაინახოს. ამაშია საქმე და პრეზიდენტიც ამის თქმას ცდილობს”, - წერს სტატიის ავტორი.

უკრაინაში იმედოვნებენ, რომ დასავლეთიდან მიღებული უახლესი იარაღით უკვე ივლის-აგვისტოში ფრონტზე სიტუაციას გადატეხავენ - მაისაია

იმ შეიარაღებით, რაც უკრაინაში ჩავა, ყველაფერი შესაძლებელია - ტერიტორიების დაბრუნებაც, თუმცა ახლა მათ ოპერატიულ სამხედრო ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ამ იარაღის სწორად გამოყენებას. უკრაინელები ახლა გერმანიასა და სხვადასხვა ადგილებში წვრთნებს გადიან, ამ შეიარაღებას ეუფლებიან. დასავლური იარაღის ინტენსიურად გამოყენებას უკრაინაში ფიქრობენ, რომ ივლის-აგვისტოში შეძლებენ, აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინაში ომზე საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ დასავლეთიდან მიღებული უახლესი იარაღით უკვე ივლის-აგვისტოში ფრონტზე სიტუაციას გადატეხავენ - მაისაია

„ემ-270-ებს, ჰაიმარსებს, ფრანგული საარტილერიო სისტემა "ცეზარს" და კიდევ სხვა შეიარაღებას შეუძლია, მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს. ორი ფრანგული „ცეზარი", რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს, მაშინვე სამხედრო ქარხანაში წაიღეს და სპეციალური სასწრაფო წესით იკვლევენ მის სპეციფიკას. ელოდებიან, რომ როცა ეს იარაღი ჩავა, დონბასის მიმართულებით და არა მარტო, პრობლემები შეექმნებათ. შესაბამისად რუსებს დამატებითი ძალების მობილიზაცია, მოუწევთ და შესაძლოა საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადონ, რაც პუტინისთვის პოლიტიკურად წამგებიანია. ამიტომაც ეჩქარებათ. „იმ შეიარაღებით, რაც უკრაინაში ჩავა, ყველაფერი შესაძლებელია - ტერიტორიების დაბრუნებაც, თუმცა ახლა მათ ოპერატიულ სამხედრო ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ამ იარაღის სწორად გამოყენებას. უკრაინელები ახლა გერმანიასა და სხვადასხვა ადგილებში წვრთნებს გადიან, ამ შეიარაღებას ეუფლებიან. დასავლური შეიარაღების ინტენსიურად გამოყენებას უკრაინაში ფიქრობენ, რომ ივლის-აგვისტოში შეძლებენ," - განაცხადა მაისაიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მან ასევე ისაუბრა ამ დროისთვიოს ფრონტზე არსებულ ცხელ წერტილებზეც. „სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული, მძიმე ვითარებაა, უკვე ალყაშია, მაგრამ უკრაინელები წინააღდეგობის გაწევას აგრძელებენ. ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ათი კილომენტრით წინ წაიწივნენ. რუსებს ხერსონთანაც კრიტიკული სიტუაცია აქვთ, უკრაინული შეიარაღებული ძალები ხერსონიდან 15 კილომეტრში არიან, ეს კარგი შედეგია. დღეს მაინც დონბასია მთავარი და უკრაინელები ცდილობენ, რომ ამ მიმართულებით რუსეთის ზეწლა შეამცირონ. „რა შეტევებსაც უკრაინალები დონბასის გარეთ აწარმოებენ, ეს სატყუარაა, რათა ზეწოლა შეამსუბუქონ, თუმცა ეს შეტევები უკრაინელებს წარმატებით გამოსდით. ამით რუსებს საშუალებას არ აძლევენ, რომ კონცენტრირებულები იყვნენ. „თუ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაეცა, რუსები მერე უკვე სლოვიანსკ-კრამატორსკზე გადავლენ და უკრაინელების შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევა უკრაინისთვის მძიმე გამოწვევა იქნება. ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში დაახლოებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურეა”, - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინელები დარტყმებს კუნძულ ზმეინიზეც ახორციელებენ, რომ გაათავისუფლონ, რადგან მას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატოსთვის. აქ უკვე ნატოს ინტერესები შედის, ზმეინის ოკუპაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუმინეთში მდებარე ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგიო თავდაცვის სისტემებს. ეს კი გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში გადადის. „ჩემი აზრით, ომი კიდევ დიდხანს გაგრძლედება, სიტუაციას დღეის მდგომარეობით რომ შევხედოთ, სულ მცირე წელიწადნახევარი მაინც იქნება", - განაცხადა ექსპერტმა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ლოკაცია გაჩნდა - ლიეტუვამ, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთისგან კალინინგრადისგენ მიმავალი ტვირთების გატარებაზე უარი განაცხადა, რასაც მოსკოვის მუქარა მოჰყვა, შემდეგ კი ნატოს პასუხი, რომ ის მეხუთე მუხლის ერთგულია. მაისაიამ ამ ფაქტზეც ისაუბრა. „კალინინგრადი შესაძლოა რუსული სამხედრო აგრესიის მთავარი საყდენი წერტილი აღმოჩნდეს, რადგან აქ მეჩვიდმეტე გვარდიული არმიაა დისლოცირებული, რომელიც გაძლიერებულია შემტევითი ტიპის შეიარაღებით, ისკანდერებითა და სხვა დამრტყმელი არაღით, ასევე კალენინგრადის მიმართულებნით ბალტიის ფლოტის ძალები გადაისროლეს, ბუნებრივია, რომ აქ ნატოსთვის ახალი გეოსტრატრეგიული საფრთხე იქმნება," - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით