შალვა პაპუაშვილი - გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველა ევროპელმა ლიდერმა შეაფასა, როგორც ისტორიული, განხეთქილების ძიება ყველაზე არაევროპული და ყველაზე არაპატრიოტული საქციელი

ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველა ევროპელმა ლიდერმა შეაფასა, როგორც ისტორიული, კიდევ ერთხელ განხეთქილების ძიება არის ყველაზე არაევროპული საქციელი და შესაბამისად, ყველაზე არაპატრიოტული საქციელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა ამ მომენტში გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული სოლიდარობის ნიშანი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გაეგზავნა.

„ითქვა კიდევაც წინსწრებითაც და შემდეგადაც, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმს ეყრდნობოდა. სხვათა შორის, რატომღაც ყველამ დაივიწყა კითხვარი და პასუხები, აღარავის აინტერესებს ის პასუხები. გახსოვთ, ალბათ რა ისტერია იყო კითხვარის გამოქვეყნებაზე, თითქოს, პასუხებს ვერ შეავსებდა, რამე ჩივილი მოვისმინეთ ევროკავშირისგან რომ კითხვარზე პასუხი ვერ იქნა სათანადოდ გაცემული? ვხვდებით ხომ, რომ გადაწყვეტილების უდიდესი ნაწილი ეფუძნება პოლიტიკურ მოსაზრებებს. ამ რთულ ვითარებაში, ევროკავშირმა ამ მომენტში გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული სოლიდარობის ნიშანი გაეგზავნა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, უკრაინა აგრესიის უშუალო სამიზნეა, მოლდოვა ირიბი სამიზნეა სწორედ ამ აგრესიის. ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველა ევროპელმა ლიდერმა როგორც ისტორიული შეაფასეს, კიდევ ერთხელ განხეთქილების ძიება არის ყველაზე არაევროპული საქციელი და შესაბამისად, ყველაზე არაპატრიოტული საქციელი.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს რისკები სხვანაირად იქნა შეფასებული, მაგრამ კიდევ ერთხელ, მთავარი არსი, იმ გადაწყვეტილების, რომელიც გუშინ იყო და მთავარი იდეა იმის, რომ ყველა ევროპელი ლიდერი გვილოცავდა და რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი კი გლოვობდა, მე მგონი, ამაშივეა პასუხი გაცემული იმაზე, სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი