სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს

წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს სანამ ზამთარი მოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცია - „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერა.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“.

მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.

„წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში ქალაქში და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთს ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დიღმელაშვილის გამოსვლისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - „წადი“, „გადადექი“.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი