უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მიკოლაევის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
„მე ვთავაზობ ყველას, ვისაც სურს ცოცხალი გადარჩეს, რომ ქალაქი დატოვოს. დაახლოებით 230 000 ადამიანი მიკოლაევში რჩება", - განაცხადა მერმა.
სიენკევიჩის თქმით, ქალაქში ვითარება არის „ძალიან ცუდი". მისი თქმით, „ქალაქი ყოველდღე იბომბება".
მედიის ცნობით, ქალაქის ევაკუაციის მარშრუტები შედგენილია ოდესის, კრივი რიჰისა და კიევის მიმართულებით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"