პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია

ქართული ფინტექ სტარტაპი CityPay.io და კრიპტოვალუტის მიმოცვლის კომპანია Bitnet ქართულ ბაზარს ერთობრივ პროდუქტს - კრიპტო POS-ტერმინალს სთავაზობს.

კრიპტო ვალუტისა და ბლოქჩეინის განვითარებასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ფიზიკური პირებისთვის, ბიზნესებისთვის კრიპტო აქტივების არა როგორც საინვესტიციო, არამედ ყოველდღიური საჭიროებებისათვის გამოყენება.

POS-ტერმინალი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს კრიპტოვალუტით მაღაზიათა ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებში. ეს მაღალტექნოლოგიური საგადახდო მექანიზმი საინტერესოა ბიზნესებისთვის, რომლებიც მუდმივად ნერგავენ ინოვაციურ სერვისებს.

კრიპტო მფლობელებს დღეიდან შეეძლებათ ნაღდი ფულის ან საბანკო ბარათის გარეშე, მხოლოდ კრიპტო საფულის გამოყენებით გადაიხადონ რესტორნებში, ტურისტულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა თუ სასტუმროებში მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

POS-ტერმინალის მოწყობილობაზე გადახდა 2 მარტივ ეტაპს მოიცავს:

1. ვალუტის არჩევა

2. QR კოდის სკანირება სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი ირჩევს თანხას ეროვნულ ან საერთაშორისო ვალუტაში, სისტემა კი ბიტნეტის, როგორც ლიკვიდატორის დახმარებით, ავტომატურად აგენერირებს კონკრეტული მომენტისთვის არსებულ ოპტიმალურ გაცვლით კურსს.

ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება აქვს, დაასკანეროს QR კოდი და რამდენიმე წამში შეასრულოსგადახდა. დასტურს მოწყობილობა ქვითრის ამობეჭდვის სახით იძლევა.

ტრანზაქციის პროცესში, ბიზნეს მფლობელის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რაც პროდუქტის ღირებულებაა, ეროვნულ ვალუტაში და რაც მთავარია, დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე.

POS-ტერმინალის მიღება, ისევე, როგორც ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა სრულიად უფასოა. ბიზნესი იხდის მხოლოდ მინიმალურ საკომისიოს, რაც სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ ამცირებს ტრანზაქციის მიღების ხარჯებს.

POS-ტერმინალის წინასწარ შეკვეთა შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირებით სითიფეის ვებგვერდზე: www.citypay.io

(R)

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე