თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოზე კი თქვა, რომ აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ გახდება კანდიდატი ქვეყანა. რეფორმების გასატარებლად საქართველოს 6 თვე მიეცა.

თუ მმართველი გუნდის მიერ 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ვიმსჯელებთ, მთავრობამ ვერ შეძლო კი არა, პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მომხდარში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მეტიც, რაც მოხდა, შემთხვევით არ მომხდარა, რომ მმართველი გუნდი არა საკუთარი ქვეყნის, არამედ მეზობელი რუსეთის ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენთვის რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით მთავრობა არა საკუთარი ქვეყნის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა?

- შევაფასებდი, როგორც ჩვენი არასწორი ქმედებათა ჯაჭვის ლოგიკურ დასასრულს. კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის. უფრო კონკრეტულად: აპლიკაციის გაგზავნისა და კითხვარის შევსების შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენ საუკეთესონი ვართ, ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ბურთი ევროკავშირის მხარესაა, რომელმაც ჩვენი პროგრესი უნდა აღიაროსო. რეალობა კი სრულიად განსხვავებული იყო.

მიუხედავად რეიტინგებში მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით უკეთესი პოზიციისა, საქართველოს ხელისუფლებამ „მოახერხა“ უამრავი შენიშვნის, ხარვეზის, შეცდომის დაგროვება, რამაც საბოლოო ჯამში უარყოფითი დინამიკა შექმნა. ამ დროს მოლდოვასა და უკრაინაში სრულიად სხვა დინამიკაა.

კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის... მიუხედავად რეიტინგებში მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით უკეთესი პოზიციისა, საქართველოს ხელისუფლებამ „მოახერხა“ უამრავი შენიშვნის, ხარვეზის, შეცდომის დაგროვება, რამაც საბოლოო ჯამში უარყოფითი დინამიკა შექმნა. ამ დროს მოლდოვასა და უკრაინაში სრულიად სხვა დინამიკაა

ჩვენ ვთქვით, რომ ვართ უნაკლონი, თურმე მსოფლიო გაგვიოცებია მიღწევებით, სასამართლოც საუკეთესო გვქონია, ადამიანის უფლებების დაცვაც, ეკონომიკური აღმავლობაც და ლამისაა ევროკავშირს აქეთ მოვთხოვოთ ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილება.

უარი ვთქვით ევროკავშირის კრედიტზე და ისე მოვისროლეთ შარლ მიშელის დოკუმენტი, რომ ვერც კი გავიაზრეთ რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

ჩვენ „შევძელით“ გაგვენაწყენებინა თითქმის ყველა მეგობარი და პარტნიორი. მათი კრიტიკა მტრობად მოვნათლეთ და ზოგი „კრიმინალების მფარველად“ გამოვაცხადეთ, ზოგიც „კორუმპირებულად“.

შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ხელისუფლება მათ ალბათ სამართლებრივ დევნასაც დაუწყებდა. ეს ხალხი კი ან გადაწყვეტილების მიმღებია ან გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მომხდენი. მათთან მუშაობაა საჭირო, ჩვენ კი კონფრონტაცია ვარჩიეთ.

როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოზე მეტად მძიმე რეზოლუცია მიიღო, მმართველ გუნდს სასაცილოდ არ ეყო და კონფრონტაცია უფრო გააძლიერა. არავის უკითხავს, რატომ მოხდა რომ „ქართული ოცნების“ პარტნიორმა პარტიამ მის საწინააღმდეგო რეზოლუციას არათუ მხარი დაუჭირა, არამედ პროექტის შემუშავებაშიც მიიღო მონაწილეობა. თუნდაც ეს ერთი ფაქტი მოწმობს რაოდენ სავალალო დონეზეა პარტნიორებთან ურთიერთობა.

როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოზე მეტად მძიმე რეზოლუცია მიიღო, მმართველ გუნდს სასაცილოდ არ ეყო და კონფრონტაცია უფრო გააძლიერა. არავის უკითხავს, რატომ მოხდა რომ „ქართული ოცნების“ პარტნიორმა პარტიამ მის საწინააღმდეგო რეზოლუციას არათუ მხარი დაუჭირა, არამედ პროექტის შემუშავებაშიც მიიღო მონაწილეობა. თუნდაც ეს ერთი ფაქტი მოწმობს რაოდენ სავალალო დონეზეა პარტნიორებთან ურთიერთობა

ამასთანავე ქვეყნის შიგნით ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგა, რაც არ უნდა გადადგმულიყო. იქნება ეს სასამართლო და მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის თუ სხვა მიმართულებით. ყველგან პრობლემა შევქმენით და თან ჯიუტად ვამტკიცებდით, მართალნი და უშეცდომონი ვართო.

კიდევ ერთი ფაქტორი, აპლიკაციის შეტანის შემდეგ მოლდოვას პრეზიდენტი ევროკავშირის და წევრი ქვეყნები არაერთ ლიდერს შეხვდა, მათ შორის სკეპტიკოსებს და თავმჯდომარე ქვეყანას - საფრანგეთს.

ამის შემდგომ მოლდოვას ტონი ბლინკენი და ემანუელ მაკრონი ეწვივნენ. უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, არ დარჩენილა ევროპელი ლიდერი, ვისთანაც ზელენსკის მუდმივი კომუნიკაცია არ აქვს.

ჩვენ როგორ ვმუშაობდით? აპლიკაციის შემდეგ პრემიერი იყო ბრიუსელში, პოლონეთში დონორთა კონფერენციაზე და გლობსეკის ფორუმზე, სადაც სლოვაკეთის პრემიერს შეხვდა. ამას გარდა იყო ვიზიტები სომხეთში, იორდანიაში, ისრაელსა და კატარში, რასაც არავითარი კავშირი ევროინტეგრაციის პროცესთან არ და ვერ ექნებოდა.

რა გავაკეთეთ გერმანიასთან და სხვა, „ამინდის შემქმნელ“ და სკეპტიკურ ქვეყნებთან? რა გავაკეთეთ საფრანგეთთან - თავმჯდომარე ქვეყანასთან? როგორია ამ ქვეყნებთან მაღალი და უმაღლესი დონის ურთიერთობა? არა საპროტოკოლო ფოტოების რაოდენობა, არამედ რეალური პოლიტიკური დიალოგის შინაარსი და ინტენსივობა? ხომ ვერ შემახსენებთ საქართველოში რომელი ევროპელი ლიდერი ჩამოვიდა ამ პერიოდში?

ამის შემდგომ, როდესაც პირველი ნიშნები გამოჩნდა, რომ საქმე კარგად ვერ იყო, ხელისუფლებამ ხან კანდიდატის სტატუსი მონათლა „სიმბოლურ ჟესტად“ და ხან გეოგრაფიას დააბრალა წარუმატებლობა. ამას მოჰყვა სრულიად აღმაშფოთებელი კამპანია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. მსგავსი აბსურდის წარმოდგენაც კი ძნელია. საქართველო თუ არსებობს სწორედ ამ პარტნიორების დახმარებით და ხელისუფლებამ მათ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ქმედება დააბრალა.

მეტს აღარ გავაგრძელებ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ევროკავშირმა სრულად გაითვალისწინა ქართველი ხალხის სწრაფვა და ერთგულება ევროკავშირისადმი და მოგვცა ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ხელისუფლებას, რომლისადმი ნდობა საგრძნობლად დაეცა, პოლიტიკური ავანსი აღარ მისცა და პირობად „ჯერ რეფორმები, შემდეგ კანდიდატობა“ განუსაზღვრა.

საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ევროკავშირმა სრულად გაითვალისწინა ქართველი ხალხის სწრაფვა და ერთგულება ევროკავშირისადმი და მოგვცა ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ხელისუფლებას, რომლისადმი ნდობა საგრძნობლად დაეცა, პოლიტიკური ავანსი აღარ მისცა და პირობად „ჯერ რეფორმები, შემდეგ კანდიდატობა“ განუსაზღვრა

- რას ნიშნავს „ევროპული პერსპექტივა,“ აქამდე არ არსებობდა? ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსულ პროპაგანდას ის არგუმენტი მიეცა, რომ ევროპამ საქართველო გეოგრაფიის გამო მიატოვა?

- ორივე მნიშვნელოვანი კითხვაა. დავიწყებ იმით, რომ ეს პერსპექტივა აქამდე მართლაც არ იყო აღიარებული. არასოდეს, არც ერთ დოკუმენტში ის არ დაფიქსირებულა.

საქმე მართლაც მოსალოცად გვექნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ გაცილებით უკეთესის მიღება შეგვეძლო. კანდიდატობა ხელის გაწვდენაზე იყო ჩვენგან და მხოლოდ ჩვენივე თვითდამაზიანებელი ქმედებების გამო ვერ მივიღეთ. როგორც აღვნიშნე, ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და მზად არის მოგვანიჭოს კანდიდატობა, როგორც კი წინაპირობებს შევასრულებთ.

საქმე მართლაც მოსალოცად გვექნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ გაცილებით უკეთესის მიღება შეგვეძლო. კანდიდატობა ხელის გაწვდენაზე იყო ჩვენგან და მხოლოდ ჩვენივე თვითდამაზიანებელი ქმედებების გამო ვერ მივიღეთ. ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და მზად არის მოგვანიჭოს კანდიდატობა, როგორც კი წინაპირობებს შევასრულებთ

რაც შეეხება „გეოგრაფიას“, საქართველო რომ ევროპის ნაწილად არ მიიჩნეოდეს, არავინ ჩაწერდა ასოცირების შეთანხმებაში ტერმინს „აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა“. ეს იყო პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც ეს იდენტობა ნათლად დაფიქსირდა.

დღეს ამას ემატება „ევროპული პერსპექტივა“ და ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულება, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ხელისუფლება ვალდებულებებს შეასრულებს. „გეოგრაფიული“ ფაქტორი რომ მართლაც ყოფილიყო, არათუ ამ ვალდებულების აიღებდა, ევროკავშირი ჩვენს აპლიკაციასაც არ განიხილავდა.

- თუ სწორად მივხდი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ოფიციალური თბილისის მიმართ გარკვეული კითხვები გაუჩნდა. ხელისუფლებას იმის ნაცვლად რომ ისინი გაებათილებინა გააგრძელა იმის მტკიცება, რომ თითქოს საქართველოს ვინმე აიძულებდა „ომში ჩართვას“.

ამ თემაზე აშშ-ს ელჩის საკმაოდ მკაფიო განცხადება საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა. პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმა კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლება „არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩართვას“.

იყო მოლოდინი, რომ ასეთ სიტუაციაში პრემიერი როგორც დაგვპირდა „ფარდას ახდიდა ყველაფერს“, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენი აზრით, თუ პრემიერს ამ თემაზე რამე სერიოზული ჰქონდა სათქმელი რატომ არ თქვა?

- საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ გზით, ამ რიტორიკით პარტნიორობის შენება. როგორც უკვე ვთქვი, არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრ არც ერთ ქვეყანას არასოდეს არ მოუთხოვია საქართველოს ომში ჩართვა. პირიქით, თუკი ვარსებობთ და დღემდე ვერ გადაგვყლაპა რუსეთის იმპერიამ, ეს სწორედ ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა.

არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრ არც ერთ ქვეყანას არასოდეს არ მოუთხოვია საქართველოს ომში ჩართვა. პირიქით, თუკი ვარსებობთ და დღემდე ვერ გადაგვყლაპა რუსეთის იმპერიამ, ეს სწორედ ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა

ასეთი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს და წლებით ნაშენებ ურთიერთობებს ვაზარალებთ. ამიტომაც ილევა პარტნიორთა ნდობა ამ ხელისუფლებისადმი და მათ ე.წ. „პოლიტიკურ ავანსს“ აღარავინ აძლევს.

- პრემიერი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მან თქვა, - „მე რომ სამართლიანი რეაქცია არ მქონოდა რეკომენდაციებზე, ჩვენ „ევროპულ პერსპექტივას“ ვერ მივიღებდითო. „ევროპული პერსპექტივის“ მიღება წინგადადგმული ნაბიჯიაო.

პრემიერმა ოპოზიციას ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად რეკომენდაციის პირველი პუნქტის დეპოლარიზაციის დასრულება შესთავაზა, თუმცა, მათ მაინც რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებდა. მან ასევე თქვა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გვყავს. მართლმსაჯულების სფეროში ხარვეზები ევროპის ქვეყნებშიც არისო.

ასევე თქვა, პოლიტპატიმრები არ გვყავსო, თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთო, მაგრამ ეს წესები ჩვენი უნდა იყოსო.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, პრემიერის მტკიცებით ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და არც არაფერს აკონტროლებს. ოლიგარქი კეზერაშვილიაო. ამჯერად ხაზარაძე არ უხსენებია.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერმა განცხადებები დღის ბოლოსთვის დაგეგმილი აქციის წინ მუხტის დასაგდებად გააკეთა. დამკვირვებელთა ნაწილის თმით, ხელისუფლებამ იმდენჯერ გადააგდო პროტესტანტი ხალხი, ახლა რამდენად ენდობა აქციაზე მისულთა რაოდენობა აჩვენებს.

გაქვთ განცდა, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შეეცდება ევროპარლამენტის რეკომენდაციების შესრულებას, თან 6 თვეში?

- საკითხი სხვანაირად დგას: საქართველო ან შეასრულებს ამ ვალდებულებებს და დაეწევა „ევროპულ მატარებელს“ ან ვერ იარსებებს, რადგან ევროპული ოჯახის ალტერნატივა რუსეთის კოლონიობაა ეს ყველამ უნდა გავიგოთ და საკითხი ისე კი არ უნდა დავსვათ - შევძლებთ თუ არა, არამედ როგორ გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად. უნდა შევძლოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუკი ამ ქვეყნის და ჩვენივე შვილების მომავალზე ვზრუნავთ.

დღეს ნამდვილად არ არის თამაშის და სოფისტიკის დრო. 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას. უნდა შევიგნოთ, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ და არა სხვისთვის.

დღეს ნამდვილად არ არის თამაშის და სოფისტიკის დრო. 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას. უნდა შევიგნოთ, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ და არა სხვისთვის

კანდიდატის სტატუსი არ არის „სიმბოლური“, როგორც ამას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს. კანდიდატობა ესაა წვდომა ევროკავშირის ახალ პროგრამებსა და იმ მრავალმილიარდიან დახმარებაზე რაც კანდიდატ ქვეყნებს რეფორმებისათვის ეძლევათ.

ეს არის ის დახმარება, რომლის შედეგსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს, ყველა მშრომელი, სოციალურად დაუცველი, გლეხი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ბიზნესმენი თუ პენსიონერი. ესაა ქვეყნის გადაყვანა ევროპულ სტანდარტებზე და ყველა სექტორის ძირეული რეფორმა, რაც სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებ ყველა ოჯახს შეეხება.

პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ევროპული რეკომენდაციების 12-ვე პუნქტის განხორციელების გეგმა უკვე 22 ივნისს, პარლამენტში პრემიერის გამოსვლისას უნდა წარმოედგინა. ამის ნაცვლად ჩვენ სრულიად ღვარძლიანი პროცესი ვიხილეთ.

პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ევროპული რეკომენდაციების 12-ვე პუნქტის განხორციელების გეგმა უკვე 22 ივნისს, პარლამენტში პრემიერის გამოსვლისას უნდა წარმოედგინა. ამის ნაცვლად ჩვენ სრულიად ღვარძლიანი პროცესი ვიხილეთ

რაც შეეხება დეოლიგარქიზეციას. ხელისუფლება წინმსწრებად აცხადებს, რომ მიიღებს პიროვნებაზე მორგებულ კანონს. რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვერც რეალობას აღიქვამს და მან ევროკავშირის გადაწყვეტილებების შინაარსიც ვერ გაიგო.

ცალკე თემაა დამოკიდებულება იმ მოქალაქეებისადმი, რომლებსაც ხან „გამვლელები“, ხან გადაცმული პარტიული აქტივი და ხან მოღალატეები უწოდეს. სრულიად მიუღებელია თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე. არ შეიძლება ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ასე ელაპარაკებოდეს. „ვინც ჩვენთან არაა ის ჩვენი მტერია“ - ეს ბოლშევიზმისკენ მიმავალი გზაა და არა ევროპისკენ.

რაც შეეხება დეოლიგარქიზეციას. ხელისუფლება წინმსწრებად აცხადებს, რომ მიიღებს პიროვნებაზე მორგებულ კანონს. რაც ნიშნავს, იმას, რომ ის ვერც რეალობას აღიქვამს და მან ევროკავშირის გადაწყვეტილებების შინაარსიც ვერ გაიგო

რაც შეეხება ოპოზიციას, მას უამრავი პრობლემა აქვს და სწორედ მის სისუსტეს და არჩევნებში მარცხსაც ეს განაპირობებს. მაგრამ რაც არ უნდა ცუდი ოპოზიცია გყავდეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია.

ჩვენ არ გვყავს კოალიციური მთავრობა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების სამივე შტოს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს მმართველი პარტია.

ამ რეალობაში კრიტიკას ვერ უძლებს არგუმენტი, რომ ხელისუფლება რეფორმას ვერ ატარებს და რომ თურმე საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიცია ხელისუფლებაზე ძლიერია და თურმე ამის გამო ვერ მივიღეთ კანდიდატობა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ საზომ ერთეულად ისევ „იმ 9 წელს“ იყენებს. ამ ლოგიკით იქნებ 90-იანებს, „მხედრიონისა“ და საძმოების პერიოდს შევედაროთ, „პროგრესი“ უფრო „შთამბეჭდავი“ იქნება.

- 24 ივნისს რუსთაველზე ხელისუფლების საგარეო კურსით უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია გაიმართა. 24 ივნისის აქციის ორგანიზატორი 20 ივლისს დაფუძნებული ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ იყო.

სამოქალაქო სექტორის აქტიურობა კარგია, მაგრამ ისტორიის გვასწავლის რომ ისტორიის შემოქმედი მარტო ხალხი ნამდვილადაა არა. მარტო ხალხი ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ პოლიტიკურ ბრძოლაში პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური ლიდერები არ მხოლოდ კი არ მონაწილეობენ, არამედ წარმართავენ პოლიტიკურ პროცესს.

რამდენად სწორი ტაქტიკით დაიწყო ბრძოლა ახალმა სამოქალაქო მოძრაობამ? შერჩეული ტაქტიკა რაზე უფროა ორიენტირებული ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე, თუ ხელისუფლების სწრაფ ცვლილებაზე?

- ახალი გაერთიანების ტაქტიკური ქმედებების მონახაზს ჯერ არ ვიცნობ და მისი შეფასება ამ ეტაპზე გამიჭირდება, მაგრამ სტრატეგიაზე კი ვიტყვი, რომ ჩვენთან ცვლილებებიც და ხელისუფლების „მარგი ქმედების კოეფიციენტიც“ საზოგადოების აქტიურობის პროპორციულია.

სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას „ზემოდან“ დაჰყურებს. ევროპულ ქვეყანაში ხელისუფლებაა ხალხის მსახური და არა პირიქით. დღეს ჩვენს ეგსიტენციალურ არჩევანს პრობლემა შეექმნა და აქ საზოგადოების აქტიურობა გადამწყვეტია.

სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას „ზემოდან“ დაჰყურებს. ევროპულ ქვეყანაში ხელისუფლებაა ხალხის მსახური და არა პირიქით. დღეს ჩვენს ეგსიტენციალურ არჩევანს პრობლემა შეექმნა და აქ საზოგადოების აქტიურობა გადამწყვეტია

უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალ და ევროპულ ქვეყანას თავისუფალი და ევროპული საზოგადოება ქმნის. დღეს ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რომ 6 თვეში საქართველომ კანდიდატთა კლუბში გადაინაცვლოს!

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით