კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე განაცხადა.

მედიის ცნობით, რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

კლიჩკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, ორი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. კიევის მერის განცხადებითვე, შესაძლოა, ადამიანები, საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

კიევის ოლქის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აღნიშნა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 26 ივნისს, დილით, რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ფრაგმენტებიც რეგიონის ერთ-ერთი სოფლის გარეუბანში ჩამოვარდა.

როგორც მედია წერს, შევჩენკოვსკის რაიონი კიევის ერთ-ერთი ცენტრალური და ისტორიული უბანია, სადაც უნივერსიტეტები, რესტორნები და ხელოვნების გალერეები მდებარეობს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა